ოფიციალურად: ალბა ნაკრებს მიღმა, “ფურია როხაში” ერთი “ბარსელონელი” დარჩა

ოფიციალურად: ალბა ნაკრებს მიღმა, “ფურია როხაში” ერთი “ბარსელონელი” დარჩა

ესპანეთის ნაკრებში, რომლის წარმატებების მთავარი შემოქმედებიც “ბარსელონას” ფეხბურთელები იყვნენ, კატალონიური გუნდის კვალი, ნელ-ნელა, ქრება.

“ბარსას” ყოფილმა დამრიგებელმა, ლუის ენრიკემ, ოქტომბრის სანაკრებო თამაშებისთვის განაცხადი დაასახელა, რომელშიც “ბარსელონადან” მხოლოდ სერხიო ბუსკეტსი მოახვედრა. გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება სერჟი რობერტო, ჟორდი ალბა კი ენრიკემ კვლავ არ გამოიძახა. როგორც ჩანს, სანამ ნაკრებს სათავეში ლუის ენრიკე უდგას, ალბას განაცხადში დაბრუნება ძალიან გაუჭირდება. საქმე ისაა, რომ მათ კონფლიქტი ენრიკეს “ბარსელონაში” მუშაობის დროსაც ჰქონდათ და როგორც ჩანს, ეს უთანხმოება არ ამოწურულა. ცნობისთვის, ეს ის ალბაა, გუშინ, ჩემპიონთა ლიგის მატჩში, 3 საგოლე გადაცემა რომ გააკეთა.

ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი პაკო ალკასერიც, რომელიც “დორტმუნდშია” განათხოვრებული და საკმაოდ შედეგიანადაც თამაშობს.

ესპანეთის ნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება: კეპა, პაუ ლოპესი, დე ხეა; გაია, მარკოს ალონსო, ალბიოლი, ნაჩო, სერხიო რამოსი, ბარტრა, ასპილიკუეტა, ხონი; ბუსკეტსი, როდრი, კოკე, სებალიოსი, ტიაგო, საული, ასენსიო, მორატა, ასპასი, ალკასერი, როდრიგო, სუსო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • რეალი
    schedule 05 ოქტ 2018, 08:33

    მორატას მაგივრად კოშტა უნდა ყოფილიყო

  • ბათუმსკი92
    schedule 04 ოქტ 2018, 20:13

    დიეგო კოსტა რატო არააა?

  • SHOTAMESSI10
    schedule 04 ოქტ 2018, 18:40

    ენრიკემ შეიყო ცერა თითი

  • sergio busquets5
    schedule 04 ოქტ 2018, 18:16

    აუ ენრიკე ატრაკებს

  • .Gladiator.
    schedule 04 ოქტ 2018, 17:29

    რეალურად კარგ საქმეს გვიკეთებს ამით ენრიკე

  • vegassi54
    schedule 04 ოქტ 2018, 17:28

    საერთოდ ნუ გამოიძახებს ბარსას ფეხბურთელებს უფრო მეტი მოტივაცია და დასვენება არ აწყენთ.

  • Basi
    schedule 04 ოქტ 2018, 16:42

    espanets argavkarii sergioc wamovides nakrebidan 😄😄

  • davidus2020
    schedule 04 ოქტ 2018, 16:27

    ისე რა ვა თქვა და ბარსასთვის უკეტესია, მეტს დაისვენებენ, ბუსკეციც თუ არ წავა მთლად უკეთესი იქნება

  • nika 54
    schedule 04 ოქტ 2018, 15:48

    ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი პაკო ალკასერიც, რომელიც "დორტმუნდშია" განათხოვრებული და საკმაოდ შედეგიანადაც თამაშობს.

    ხო, ვუყურეთ გუშინ პენალი რო ვერ გაიტანა….

  • MARI=BARCA-fan
    schedule 04 ოქტ 2018, 14:25

    რა ბოროტი ვანმეა ეს ენრიკე, ალბა ამოიჩემა და რობერტოზე კიდევ ეკეტება, რა უბედურებაა, რისი მაქნისია რობერტო და რა მოსწონს მისი ერთი ეს გამაგებინა ..გოლი პსჟ-თან? რა ტვინი წაიღეს, მაგ სიტუაციაში, მასეთი გენიალური ფეხზე დასმული პასის მერე ნებისმიერი რიგითი შეაგდებდა უკვე ცარიელ კარში, კარგით რაააააა, კარგით! ვაააააააააა!!!

  • achi del barça
    schedule 04 ოქტ 2018, 14:16

    ციტატა: პეპ გუარდიოლა

    ციტატა: ѕυperѕтαr
    ამან ეს ამოჩემებები რო იცოდა იმიტო შემაძულა თავი იმის მაგივრად რომ
    მოგვარებაზე ეჩალიჩა როგორც გუნდის ტრენერს და შეექმნა კარგი სიტუაცია გუნდში ჯიბრში უდგებოდა სასტავს. რამოსი გიშველით მარტო დაცვაში კი


    ალბა რომ უნდა გამოიძახოს ამას მიხვდება როცა პირველ მარცხს იგემებს ლუჩიტო, ისეკი მარკოს ალონსო არავისზე ნაკლები არაა.


    ალონსო ძლიერია მაგრან ალბასთან ბულკია

    მაგრად ტეხავს ესპანეთის ნაკრებში ალბას რომ არ იძახებენ.. ასეთ სისულელეს მაურინიოც არ გააკეთებდა

  • culee
    schedule 04 ოქტ 2018, 13:59

    ხონიი არაა 😁ზესტაფონი კიდეე

  • ѕυperѕтαr
    schedule 04 ოქტ 2018, 13:55

    ამან ეს ამოჩემებები რო იცოდა იმიტო შემაძულა თავი იმის მაგივრად რომ
    მოგვარებაზე ეჩალიჩა როგორც გუნდის ტრენერს და შეექმნა კარგი სიტუაცია გუნდში ჯიბრში უდგებოდა სასტავს. რამოსი გიშველით მარტო დაცვაში კი