ოფიციალურად: მესი ნაკრებში კვლავ არ ითამაშებს

ოფიციალურად: მესი ნაკრებში კვლავ არ ითამაშებს

არგენტინის ნაკრების დროებითი მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი ადასტურებს, რომ ლიონელ მესი ეროვნულ გუნდს არც მომდევნო შეხვედრებში დაეხმარება.

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, მესიმ ნაკრებიდან პაუზა აიღო. მან უკვე გამოტოვა სექტემბერში გვატემალასთან და კოლუმბისათან გამართული შეხვედრები. ივარაუდება, რომ ის ოქტომბერში ერაყთან და ბრაზილიასთანაც არ ითამაშებდა და ასეც ხდება.

“მესის ვესაუბრე და ვფიქრობთ, რომ უკეთესი იქნება, თუ ამჯერად ის ჩვენთან არ იქნება. განსხვავებულ ეტაპზე ვართ. საჭიროა, ნაკრების მაისურით თამაშის შანსი სხვებს მივცეთ და მათ გვიჩვენონ, თუ რა შეუძლიათ.” – ციტირებს სკალონის სიტყვებს Four Four Two.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Ani
    schedule 25 სექ 2018, 16:44

    კაია👍👍

  • sergio busquets5
    schedule 25 სექ 2018, 14:39

    კაია დაისვენებს

  • Luka97
    schedule 25 სექ 2018, 14:05

    ბრაზილიასთან შანსი არ გაქვთ 😉