workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

sensors LIVE
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
6 - 2
რასინგი ლოგო

რასინგი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
კანსელუ 8'sports_soccer რაფინია (პენ) 25'sports_soccer ვილიალიბრე 36'sports_soccer(ა.გ) რაფინია 42'sports_soccer იამალი 45'close რაფინია (პენ) 67'sports_soccer
გეიე 30'sports_soccer ზაბირი 65'sports_soccer
ჰანსი ფლიკის კომენტარი ბირმინგემთან მატჩის შემდეგ

ჰანსი ფლიკის კომენტარი ბირმინგემთან მატჩის შემდეგ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა მედიასთან არაერთ აქტუალურ თემაზე ისაუბრა. მან შეაფასა როგორც წინასასეზონო ეტაპის პირველ მატჩში (“ბირმინგემთან” 2-2) გუნდის გამოსვლა, ისე ინდივიდუალურად რამდენიმე ფეხბურთელის მდგომარეობაც.

მატჩის საერთო ხარისხსა და გუნდის თამაშზე ფლიკმა აღნიშნა:

“გარკვეულ ეპიზოდებში, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, შანსები ხელიდან გავუშვით. ასევე დავუშვით შეცდომები შეტევის წამოწყებისას. თუმცა, საბოლოო ჯამში, თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ მეც და ჩემი სამწვრთნელო შტაბიც. ყველანი ბედნიერები ვართ იმით, რაც გუნდმა აჩვენა.”

ახალგაზრდები და დებიუტანტები

მწვრთნელმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ახალგაზრდა მოთამაშეებს, მათ შორის ეგვიპტელ ჰამზა აბდელკარიმს, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში დუბლი გაიფორმა და გერმანელ ახალწვეულს, კარიმ ადეიემის:

“ჰამზა? ხედავთ, რომ მას, ისევე როგორც სხვა მოთამაშეებს, დიდი პოტენციალი აქვს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მათ თავიანთი შესაძლებლობები მოედანზე აჩვენონ და გამოიყენონ ის, რაც უკვე აქვთ. ამას ნამდვილად ვაფასებ. ტექნიკური ხარისხი კარგია, ისევე როგორც სისწრაფე შესრულებისას და გუნდში არსებული ატმოსფერო. ამ ახალგაზრდებთან მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს.”

რაც შეეხება კარიმ ადეიემის:

“ვფიქრობ, კარიმს ბევრად უფრო დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე აქამდე აჩვენა და თავისი ძლიერი მხარეების უკეთ წარმოჩენა შეუძლია. თუმცა, ის ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა, ჩვენთან ვარჯიშობს და ეს სავსებით ბუნებრივია. ვარჯიშებზე მას გაცილებით უკეთეს დონეზე ვხედავ. სისწრაფე და შეტევების დაგვირგვინება მისი გამორჩეული თვისებებია და ამის დანახვა კარგია. საბოლოო ჯამში, მას უდიდესი პოტენციალი აქვს და მჯერა, რომ გუნდისთვის ბევრის მიცემა შეუძლია.”

მარკუს რაშფორდი და ფერან ტორესი

გერმანელმა სპეციალისტმა მარკუს რაშფორდის კლუბიდან წასვლაზეც გააკეთა კომენტარი:

“ძალიან მადლიერი ვარ მასთან მუშაობის შესაძლებლობით. საიჯარო ხელშეკრულებებს ყოველთვის ახლავს გარკვეული გაურკვევლობა. ის ფანტასტიკური ფეხბურთელი და კიდევ უფრო უკეთესი პიროვნებაა. ის ძალიან მოგვენატრება.”

ბოლოს, ფლიკმა ფერან ტორესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და კლუბისთვის ესპანელი შემტევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

“დავუკავშირდი თუ არა ფერანს? ჩვენ მასთან მსოფლიო ჩემპიონატის დროს გვქონდა კონტაქტი, მაგრამ ახლა ის შვებულებაშია და მე ამას პატივს ვცემ. მას აქვს უფლება, თავისი დასვენებით ისიამოვნოს. რა თქმა უნდა, ის ჩვენი გუნდის წევრია და გასული სეზონის არაერთ მატჩში დაამტკიცა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სწორედ ამას ველოდებით მისგან და გვსურს, რომ ასეც გააგრძელოს.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 07 აგვ 2026, 20:08
    #2

    ფერანის დარჩენა გამიხარდება მაინც

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 02 აგვ 2026, 10:59
    #1

    კარგია რომ კმაყოფილია, ესე იგი მართლა ნახა პოზიტივი და ძალიანაც კარგი.