workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარკ ოვერმარსი: დე იონგს “ბარსელონაში” ზამთარში არ გავუშვებთ

მარკ ოვერმარსი: დე იონგს “ბარსელონაში” ზამთარში არ გავუშვებთ

ამსტერდამის “აიაქსის” სპორტული დირექტორი მარკ ოვერმარსი აცხადებს, რომ მისი კლუბი ფრენკი დე იონგის “ბარსელონაში” ზამთარში გაშვებას არ აპირებს.

ცნობილია, რომ გასულ ზაფხულში, “ბარსა” 21 წლის ჰოლანდიელის დამატებას აქტიურად ცდილობდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელები ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერს იანვარში მიუბრუნდებიან, მაგრამ ოვერმარსის თქმით, გარიგება ვერც ზამთარში შედგება.

“ბარსელონას” მიერ გაკეთებული შემოთავაზება ფრენკი დე იონგის დონეს არ შეესაბამებოდა. შესაძლოა, კატალონიელები ამ საკითხს იანვარში მიუბრუნდნენ, მაგრამ ამ პერიოდში ფეხბურთელების გაყიდვას არ ვაპირებთ.” – აცხადებს ოვერმარსი, რომელიც “ბარსელონაში” 2000-2004 წლებში თამაშობდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • notoriousbarca
    schedule 11 სექ 2018, 14:02
    #1

    არ გვჭირდება ზამთარში. ზაფხულში დაიმატონ და პირველ რიგში ლა მასიას მიხედონ.