workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მინო რაიოლა: სქოულზმა “მანჩესტერს” პოგბას გაყიდვა უნდა ურჩიოს

მინო რაიოლა: სქოულზმა “მანჩესტერს” პოგბას გაყიდვა უნდა ურჩიოს

პოლ პოგბას აგენტი მინო რაიოლა “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდას, პოლ პოგბას პასუხობს და თავისი კლიენტის “წითელი ეშმაკებიდან” წასვლის სურვილზე მიანიშნებს.

ცოტა ხნის წინ, სქოულზმა პოგბა გააკრიტიკა. ფრანგ ვარსკვლავს არათანმიმდევრული უწოდა და განაცხადა, რომ ის ლიდერი არაა.

სქოულზს რაიოლამ სოციალურ ქსელში უპასუხა: “ზოგიერთ ადამიანს სჭირდება ილაპარაკოს იმისათვის, რომ ის არ დაივიწყონ. პოლ სქოულზი ლიდერებს არ ცნობს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის უინსტონ ჩერჩილის პირისპირ იდგება.

პოლ სქოულზი “მანჩესტერის” სპორტული დირექტორი უნდა გახდეს და კლუბის მესაკუთრეს პოგბას გაყიდვა ურჩიოს. პოლის ახალი გუნდის მოსაძებნად კი ღამეების გათენება იქნება საჭირო.” – დაწერა რაიოლამ Twitter-ზე.

ცნობილია, რომ პოლ პოგბას შეძენის სურვილს “ბარსელონა” გამოთქვამს. გავრცელებული ინფორმაციით, კარიერის კატალონიურ კლუბში გაგრძელებით მსოფლიოს 25 წლის ჩემპიონიცაა დაინტერესებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • david_villa
    schedule 21 აგვ 2018, 18:34
    #5

    ციტატა: Berlinetta♥
    მგონი პოლი გაგრინდება ბარსელონაში, ივანა პარიზში


    მეც რაღაც ეგრე მგონია..რაკიტიჩს თუ ყიდიან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უკეთესს მოიყვანენ..რაბიოში თუ გაცვალეს წინააღმდეგი ვარ არაფერი არ შეგვემატება პოტენციურად შეილება ცოტა მოგვაკლდეს კიდეც აი პოგბათი რაც არ უნდა იძAხო გაპიარებული არისო რაკიტიჩზე მაღალი დონიე მაინცაა სულ მცირე..

  • Berlinetta♥
    schedule 21 აგვ 2018, 17:09
    #4

    მგონი პოლი გაგრინდება ბარსელონაში, ივანა პარიზში

  • SALIO
    schedule 21 აგვ 2018, 16:51
    #3

    ყველა თავის საქმეს აკეთებს))) დიდად არც პოგბა მომწონს და არც რაიოლა,მაგრამ მართალია ეს კაცი. თუ სქოულზი მანჩესტერზე ფიქრობს და პოგბა არ მოსწონს, წესით უნდა ურჩიოს გუნდს რომ გაუშვან და არა ‘კბილებით’ შეინარჩუნონ, როგორც ახლა
    აკეთებენ. მაგრამ 10 პოგბა ვერ უშველის მანჩესტერს, ისეთ დღეში არიან. აი 1 ფერგიუსონი კი უშველიდა… მაგათ თამაშს რომ ვუყურებ,თითოეული ფეხბურთელის ცოდვით ‘ვიწვი’…

  • kaikaci
    schedule 21 აგვ 2018, 16:13
    #2

    იტლიელი ნიკა გვარამიაა ეს კაცი.

  • GIo-GxP-FCB
    schedule 21 აგვ 2018, 15:59
    #1

    საზიზღარი ღორი სქოულზე რა უფლებით ლაპარაკობ აგდებულად შე მართლა ფულის მონა. ამის არცერთი ფეხბურთელი არ მინდა ბარცელონაში