რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ “ბარსელონას” 22 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი მარლონ სანტოსი კარიერას იტალიურ “სასუოლოში” განაგრძობს.
კატალონიური კლუბის ვებგვერდის ცნობით, “სასუოლო” ფეხბურთელში 6 მილიონ ევროს გადაიხდის და სანაცვლოდ მარლონის სატრანსფერო უფლებების 50%-ს შეიძენს. ეს ნიშნავს, რომ ბრაზილიელის მომდევნო ტრანსფერიდან თანხის ნახევარი “ბარსას” შეხვდება. ეს პუნქტი არ ამოქმედდება, თუ მარლონი “სასუოლოში” მინიმუმ 50 შეხვედრას ჩაატარებს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, იტალიელებს ესპანელებისთვის დამატებით 6 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
გარდა ამისა, “ბარსელონა” მარლონის გამოსყიდვის უფლებას იტოვებს.
მარლონ სანტოსი “ბარსელონაში” 2016 წელს, “ფლუმინენსედან” 5 მილიონ ევროდ გადმოვიდა. ერთი სეზონის “ბარსა ბ”-ში გატარების შემდეგ, ახალგაზრდა ფეხბურთელი “ნიცაში” გაანათხოვრეს.
6 😀 არადა 15 იო მინიმუმო, მეც არ გამიკვირდა? 15 ად დღეს ბართო უმტიტის ვერ გაყიდის 😀
ბეწვის ხიდზე გაატარა სასუელო კინაღამ ფეარპლეის წესები დაარღვევიინა
მაგარი მართლა ოღონდ :დ 50 თამაში სეზონ ნახევარია ძირითადში იქნება თუ ათამაშდა და განვითარდა ძლიერ კლუბს მოუნდება ყიდვა მაგალითად მაგრა რო ითამაშოს და 30-40 მილიონად რო გაყიდონ 15-20 ჩვენ შეგვხდება ისე აკადემიიდან რო უშვებენ ნიჭიერებს ჩაუდონ ეს პუნქტი ფულს იშოვნიან :დდ
წარმატებები მარლონს
წარმატებები მარლონ