ხვალ, “ბარსელონა” და “ბოკა ხუნიორსი” გამპერის თასს გაითამაშებენ. ეს არის ამხანაგური ტურნირი, რომელიც 1966 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და რომელიც ჰანს (ჟოან) გამპერის სახელობისაა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ “ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი არა ლიონელ მესი, პეპ გვარდიოლა ან თუნდაც იოჰან კრუიფი, არამედ ჟოან გამპერია. ამ ადამიანის გარეშე “ბარსელონა” უბრალოდ არ იარსებებდა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ კატალონიური კლუბი მან დააარსა, არამედ იმიტომ, რომ გადაარჩინა, თანაც არაერთხელ.
შვეიცარიელი ჰანს გამპერი, რომელსაც კატალონიაში ჟოან გამპერი ეწოდა, იყო “ბარსელონას” დამაარსებელი, საუკეთესო ბომბარდირი, კაპიტანი, პრეზიდენტი და სკაუტიც კი.
ფეხბურთელობის დროს, 1899-1903 წლებში, გამპერმა “ბარსელონას” მაისურით 51 თამაში ჩაატარა და 120 გოლი გაიტანა, მოიგო მაკაიასა (1901/02) და ბარსელონას (1902/03) თასები.
ჟოან გამპერი 5-ჯერ იყო “ბარსელონას” პრეზიდენტი (1908-09, 1910-13, 1917-1919, 1921-23, 1925-25). ის კლუბს მაშინ უბრუნდებოდა, როდესაც კატალონიელებს ძალიან უჭირდათ და სიტუაციის გამოსწორებას ყოველთვის ახერხებდა.
ჰანს-მაქს გამპერი შვეიცარიის ქალაქ ვინთერტურში, 1877 წლის 22 ნოემბერს დაიბადა. ის აუგუსტ გამპერისა და ემა ჰაესიგის 5 შვილიდან მესამე იყო. როდესაც ჰანსი 8 წლის იყო, დედა ტუბერკულიოზით გარდაეცვალა, რის შემდეგაც ოჯახი საცხოვრებლად ციურიხში გადავიდა.
ქალაქის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, პატარა გამპერი ვაჭრობის ხელოვნებას დაეუფლა და მალევე მან აბრეშუმით ვაჭრობა დაიწყო.
ახალგაზრდობაში ჰანს გამპერი ველომრბოლელი და მორბენალი იყო. მოგვიანებით კი, ფეხბურთის გარდა, ის რაგბის, ჩოგბურთსა და გოლფსაც თამაშობდა.
შვეიცარიაში გამპერი დიდი მომავლის მქონე ფეხბურთელად მიიჩნეოდა. მისი პირველი კლუბი ციურიცის “ექსელსიორი” იყო, რომელიც იმავე ფერებში თამაშობდა, რომელი ფერებითაც დღეს “ბარსელონა” თამაშობს.
1896 წელს, გამპერმა დააარსა საფეხბურთო კლუბი “ციურიხი”, რომლის პირველი კაპიტანიც იყო.
შვეიცარიაში, ფეხბურთის ჩასახვის პირველ წლებში, რამდენიმე კლუბში ერთდროულად თამაში დასაშვები იყო. გამპერი ამ შანსს იყენებდა და “ციურიხის” გარდა, “ვინთერტურსა” და “ბაზელში” თამაშობდა.
“ციურიხი” მხოლოდ საფეხბურთო კლუბი არ იყო, ის რამდენიმე სპორტის სახეობას აერთიანებდა. 1898 წელს, “ციურიხის” სახელით მორბენალმა ჰანს გამპერმა, 800 და 1600 მეტრ გარბენებში შვეიცარიის რეკორდი დაამყარა. იმავე წელს, გამპერის ორგანიზებით, შვეიცარიაში პირველი საერთაშორისო სპორტული ფესტივალი ჩატარდა. დღეს, ეს ფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია სახელით Weltklasse Zürich.
1897 წელს, გამპერი სამუშაოდ საფრანგეთში, ლიონში წავიდა, სადაც რაგბის გუნდ “ატლეტიკ უნიონში” თამაშობდა. ვინაიდან საფრანგეთში მცხოვრებ კატალონიელებს გერმანული H-სა და G-ს წარმოთქმა უჭირდათ, გამპერს სხვა სახელებს ეძახდნენ. მაგალითად, Hans იქცა Kans-ად, ხოლო Gamper Kamper-ად. ყველაზე ცნობილი სახელი კი, რომელსაც ჰანს გამპერს ეძახდნენ, Joan Gamper არის.
![]()
1899 წელს, ჰანს გამპერი ბარსელონაში ბიძის, ემილი გაისერტის მოსანახულებლად ჩავიდა. კატალონიაში მან აფრიკისკენ მიმავალ გზაზე შეიარა, სადაც შაქრის ბიზნესთან დაკავშირებით მიემზაგრებოდა. თუმცა, გამპერს კატალონია ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა დარჩენილიყო. მოგვიანებით, გამპერმა საფუძვლიანად შეისწავლა კატალონიური ენა და სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა მისი სახელის ახალი ვერსია – ჟოან გამპერი.
გამპერმა მუშაობა დაიწყო ერთ კომპანიაში ბუღალტრად და ორ შვეიცარულ გაზეთში სპორტულ მესვეტედ. ის ადგილობრივ შვეიცარულ ევანგელისტურ ეკლესიას შეუერთდა და ქრისტიან პროტესტანების გაერთიანების საფეხბურთო გუნდის წევრიც გახდა. ჟოანი ასევე იყო ჟურნალ Los Deportes-ის ერთ-ერთი გამომცემელი.
1899 წლის 22 ოქტომბერს, Los Deportes-ში გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ჟოან გამპერი საფეხბურთო კლუბის დაარსების სურვილს გამოთქვამდა. პოზიტიური გამოხმაურებების შედეგად, 1899 წლის 29 ნოემბერს, Gimnasio Sole-ში შეხვედრა გაიმართა და ასე დაიბადა საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა”. კლუბის დამაარსებლები იყვნენ შვეიცარიელი, ბრიტანელი და ესპანელი ენთუზიასტები. არსებობს ვერსიები, რომ “ბარსელონას” ფერების დადგენაზე გავლენა გამპერმა მოახდინა, რომელმაც ეს ფერები “ბაზელის”, ან “ექსელსიორის” საპატივცემულოდ აირჩია. თუმცა, ოფიციალური ვერსია განსხვავებულია.
მიუხედავად იმისა, რომ ჟოან გამპერი “ბარსელონას” წამყვანი ძალა იყო, მან ამჯობინა, ერთ-ერთ დამაარსებლად და გუნდის კაპიტნად დარჩენილიყო და არა კლუბის პრეზიდენტად. ამ დროს, გამპერი ჯერ მხოლოდ 22 წლის იყო დ მას თამაშისგან სიამოვნების მიღება სურდა.
1908 წელს, როდესაც “ბარსელონა” გაკოტრების პირას იყო, გამპერი კლუბის პრეზიდენტი გახდა. გუნდის რამდენიმე ლიდერმა კარიერა დაასრულა და მათი შემცვლელები არ ჩანდნენ. ამან შედეგებზე გავლენა იქონია როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. “ბარსელონას” 1905 წლის კატალონიის ჩემპიონატის შემდეგ არაფერი ჰქონდა მოგებული და კლუბს ფინანსური პრობლემებიც შეექმნა.
ჟოან გამპერმა, ადგილობრივი ბიზნესმენებისგან ფული შეაგროვა და იმდენი მოახერხა, რომ 1909 წლის 14 მარტს, “ბარსელონას” პირველი საკუთარი სტადიონი (მანამდე კლუბი სხვადასხვა სტადიონებზე თამაშობდა) Carrer Industria გაიხსნა, რომელიც 6 ათას ადამიანს იტევდა. გამპერმა ასევე დაიწყო ახალი კამპანია კლუბის წევრების რაოდენობის მოსამატებლად. შედეგად, 1922 წლისთვის, “ბარსელონას” უკვე 10 ათასზე მეტი წევრი ჰყავდა. ამის წყალობით, კლუბი ახალ სტადიონზე, Les Corts-ზე გადავიდა, რომლის ტევადობაც 20 ათასი იყო, მოგვიანებით კი 60 ათასამდე გაიზარდა.
სწორედ ჟოან გამპერის დამსახურებაა “ბარსელონას” ლეგენდის, პაულინო ალკანტარას აღმოჩენა. ფილიპინელი ფეხბურთელი, ლეო მესის შემდეგ, კლუბის ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირია.
1917 წელს, გამპერმა გუნდის მთავარ მწვრთნელად ჯეკ გრინუელი დანიშნა, რის შემდეგაც კატალონიელებმა შედეგები გააუმჯობესეს.
ჟოან გამპერის პრეზიდენტობის დროს, “ბარსელონამ” კატალონიის ჩემპიონატი 11-ჯერ, ესპანეთის თასი 6-ჯერ და პირენეს თასი 4-ჯერ მოიგო. ეს იყო კლუბის პირველი ოქროს ერა. პაულინო ალკანტარას გარდა, გრინუელის გუნდში საგიბარბა, რიკარდო სამორა, ჟოზეპ სამიტიერი, ფელიქს სესუმაგა და ფრანც პლატკო ბრწყინავდნენ.
ჟოან გამპერის ბოლო პრეზიდენტობა ცუდად დასრულდა. 1925 წლის 24 ივნისს, სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები, დიდი ბრიტანეთის საზღვაო ქვეითთა ბენდის მიერ შესრულებულ ინგლისის ჰიმნს აპლოდისმენტებით შეხვდნენ, ესპანეთის ჰიმნის დროს კი მათ უსტვინეს. ამან ესპანეთის დიქტატორი პრიმო დე რივედა გააბრაზა, რომელმაც გამპერს ბრალი კატალონიური ნაციონალიზმის გაღვივებაში დასდო. შედეგად, Les Corts ექვსი თვით დახურეს, ჰანს გამპერი კი ქვეყნიდან გაასახლეს.
1930 წლის 30 ივლისს, პირადი და ფინანსური პრობლემების გამო, 52 წლის ჰანს გამპერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის ბარსელონაში, მონჟუიკის სასაფლაოზეა დაკრძალული.
“ბარსელონამ” ჟოან გამპერის საწევრო ნომერი სამუდამოდ ხელშეუხებელი გახადა, ხოლო უბან ლეს კორტსის ერთ-ერთ ქუჩას Carrer de Joan Gamper ეწოდა.
2016 წელს, ციურიხში მდებარე პატარა ქუჩა, რომელსაც მანამდეც “გამპერშტრასე” ერქვა, ჟოან გამპერს მიეძღვნა.
![]()
ეს ყოფილა – რაც ყოფილა
კარგია, ბარსელონას წიგნიდან ვიცი ეს ამბები, მართლა მაგარი ადამიანი იყო
შესანიშნავი სტატია, რომელიც ასევე შესანიშნავ ადამიანს ეხება.
—სემედუ—-პიკე–უმტიტი–ალბა—-
—–არტური—–ვიდალი—-პუიგი—-
—დემბელე—მესი–+კოუტინიო—-
ეს სასტავი ხვალ შანსი უნდა იმიეცეთსხვებსაც
——————–შტეგენი—————–
—სემედუ—-პიკე–უმტიტი–ალბა—-
—–არტური—–ვიდალი—-პუიგი—-
—დემბელე—მესი–+კოუტინიო—-
ეს სასტავი ხვალ შანსი უნდა იმიეცეთსხვებსაც
——————–შტეგენი—————–
—სემედუ—-პიკე–უმტიტი–ალბა—-
—–არტური—–ვიდალი—-პუიგი—-
—დემბელე—მესი–+კოუტინიო—-
ეს სასტავი ხვალ შანსი უნდა იმიეცეთსხვებსაც
kargia eqspert tan laliga iwyeba da adaptaciaa sawiro
კი და პუიგი არავიზე ნაკლები ნიჭიერი არაა მგონი შანსს იმსახურებს ისიც
—სემედუ—-პიკე–უმტიტი–ალბა—-
—–არტური—–ვიდალი—-პუიგი—-
—დემბელე—მესი–+კოუტინიო—-
ეს სასტავი ხვალ შანსი უნდა იმიეცეთსხვებსაც
——————–შტეგენი—————–
—სემედუ—-პიკე–უმტიტი–ალბა—-
—–არტური—–ვიდალი—-პუიგი—-
—დემბელე—მესი–+კოუტინიო—-
ეს სასტავი ხვალ შანსი უნდა იმიეცეთსხვებსაც
——————–შტეგენი—————–
—სემედუ—-პიკე–უმტიტი–ალბა—-
—–არტური—–ვიდალი—-პუიგი—-
—დემბელე—მესი–+კოუტინიო—-
ეს სასტავი ხვალ შანსი უნდა იმიეცეთსხვებსაც
kargia eqspert tan laliga iwyeba da adaptaciaa sawiro
——————–შტეგენი—————–
—სემედუ—-პიკე–უმტიტი–ალბა—-
—–არტური—–ვიდალი—-პუიგი—-
—დემბელე—მესი–+კოუტინიო—-
ეს სასტავი ხვალ შანსი უნდა იმიეცეთსხვებსაც
——————–შტეგენი—————–
—სემედუ—-პიკე–უმტიტი–ალბა—-
—–არტური—–ვიდალი—-პუიგი—-
—დემბელე—მესი–+კოუტინიო—-
ეს სასტავი ხვალ შანსი უნდა იმიეცეთსხვებსაც
——————–შტეგენი—————–
—სემედუ—-პიკე–უმტიტი–ალბა—-
—–არტური—–ვიდალი—-პუიგი—-
—დემბელე—მესი–+კოუტინიო—-
ეს სასტავი ხვალ შანსი უნდა იმიეცეთსხვებსაც
კითხვა თუ
კითხვა არ არის სილკზე გავა
კითხვა თუ
https://youtu.be/rkApsMn_ZM4
Xodze arian bijebi erti 6 burti unda shevugdot bocas
martalia bevri akritikebs raketas magram roca araa igrdznoba es barselonashi raketa shav samushaos aketebs buskecivit da xshirad ar chans magram ese araa dzaan magaria roca araa zedmetad dzaaaan zedmetad msubuqia naxevardacva kait ra rac sheexeba ams magari adaiani dzaannn