კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მალკომის “ბარსელონაში” გადასვლა იმდენად მოულოდნელი არ ყოფილა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.
გუშინწინ, “რომამ” მალკომის “ბორდოდან” ყიდვა დაადასტურა, მაგრამ გუშინ, ფეხბურთელმა კონტრაქტი “ბარსელონასთან” გააფორმა. როგორც ირკვევა, კატალონიური კლუბი 21 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მანამდეც აწარმოებდა.
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, 2 კვირის წინ, ბარსელონაში მდებარე სასტუმრო Hotel Arts-ში, კლუბისა და ფეხბურთლის წარმომადგენლების შეხვედრა შედგა. ამ შეხვედრის დროს, “ბარსელონამ” მალკომის მიმართ ინტერესი დაადასტურა, მაგრამ ვინაიდან კლუბის პრიორიტეტი “ჩელსიდან” ვილიანის გადაბირება იყო, საქმე ამაზე შორს აღარ წასულა. მალკომის წარმომადგენელმა კი “ბარსა” გააფრთხილა, რომ ფეხბურთელით სერიოზულად იყო დაინტერესებული “რომა” და თუ ესპანელებს ბრაზილიელის შეძენა სურდათ, უნდა ეჩქარათ.
“ბარსელონამ” მალკომის მიმართ ინტერესი ცოტა ხნის წინ განაახლა. ამას 2 მიზეზი ჰქონდა – “ჩელსის” მიერ ვილიანში მოთხოვნილი დიდი თანხა და “რომას” მიერ ტრანსფერის დაჩქარება. საბოლოოდ, “ბარსამ” “რომას” აჯობა და ახალგაზრდა ტალანტი 41 მილიონ ევროდ გადაიბირა.
კლუივერტს აგარ გაგვიყიდის რომა ! 😀
რას დაეძებთ რამდენი გადაიხადეს მთავარია ითამაშოს კარგად, უმტიტი 25 მილიონად იყიდეს ვაფშე, ვნახოთ მეორე სანჩესი არ გაიჩითოს…
არ მქონდა ამის თამაშები ნანახი და რაც მოვიძიე ინ-ეტში, ბურთთან ძმაკაცურად არის ეს ბავშვი და რატომღაც მეიმედება რომ გაამართლებს.
ხოოო
ხოოო
რაბიო ან პოგბა ან პიანჩი უეჭველი მოსაყვანია
მეც დარწმუნებული ვარ კარგად ითამაშებს
მეც დარწმუნებული ვარ კარგად ითამაშებს
გეთანხმები
Xalxo satadarigoze reals raxalxi yavs da chven Vin gvyavs da dzaan kargia es room viyidet
მეც დარწმუნებული ვარ კარგად ითამაშებს
ჩემი აზრით ტყუილად არაა გადაყრილი 41 მილიონი ამაში