ლა ლიგა ნეიმარის ტრანსფერს დროებით დაბლოკავს

ლა ლიგა ნეიმარის ტრანსფერს დროებით დაბლოკავს

თუ კატალონიურ პრესას დავუჯერებთ, ნეიმარის "ბარსელონადან" "პარი სენ ჟერმენში" გადასვლა უახლოეს მომავაშლი ვერ შედგება. Sport-ის ცნობით, ამის მიზეზი ლა ლიგის გადაწყვეტილებაა.

ორგანიზაციას, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატს ატარებს, ბრაზილიელი ვარსკვლავის სხვა ლიგაში გაშვება არ სურს და მიზნის მისაღწევად, ყველა ხერხს მიმართავს. ცოტა ხნის წინ, ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, ის პსჟ-ს UEFA-ში აუცილებლად უჩივლებს. ცოტა ხნის წინ კი, ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

იმისათვის, რომ "პარი სენ ჟერმენმა" "ბარსელონადან" ნეიმარის ტრანსფერი გამოისყიდოს, საჭიროა, ტრანსფერის თანხა ლა ლიგის ანგარიშზე ჩარიცხოს. თუმცა, ეს ორგანიზაცია არ აპირებს პარიზელთაგან 222 მილიონი ევრო მიიღოს მანამ, სანამ გარიგების სისწორეში არ დარწმუნდება. ლა ლიგის წარმომადგენლები ყველა მხარისგან დამატებით დოკუმენტაციას გამოითხოვენ და ტრანსფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაარეგისტრირებენ, თუ დარწმუნდებიან, რომ ის არანაირ წესებს არ არღვევს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 2 აგვისტო 2017 13:13
    0
    ეხლა ტებასი პერესის დავალებით მუშაობს, ეს ეხლა გამოძიებას დაიწყებს, ამ დროს სეზონიც დაიწყება, სატრანსფერო ფანჯარაც დაიხურება და აღარც ნეიმარი შეგვრჩება და ვერც ვერავის დამატებას ვერ მოვასწრებთ.
    ვინ უნდა დაიჯეროს, რო კაცი რეალის ფანი, ბარსას დასანახად ვერ იტანს და თურმე ჩვენი ფეხბურთელის გაშვებაზე დარდობს...ტყუილსაც ვერ ამბობენ გამართულად ეს უჯიშოები.
    Culé [?]
    #8 2 აგვისტო 2017 12:41
    0
    ააუ ტებას დაახვიე
    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    Culé [?]
    #7 2 აგვისტო 2017 11:57
    0
    Gerip3
    სტუმარი [?]
    #6 2 აგვისტო 2017 11:19
    0
    ნეი დარჩება მარტო იმშენთხვევაში თუ პსჟ ვერგადაიხდის წესის დარღვევის გარეშე:) თავიდანვე როგამოსულიყო და ეთქვა დაწტნარდით არსად მივდივარო სიხარულისგან ვიფრენდი მაგრამ უნდაწასვლა და ფაქტია გამოსასყიდი უშლის ხელს. უნდა გაუშვან. ფულით ვეღარ გაძღა მამამისის კუჭი.
    10 leo
    სტუმარი [?]
    #5 2 აგვისტო 2017 11:11
    0
    :D რამდენ ფულს აკეთებენ ამ ნეიმარზე ჭორებით.მემგონი წილი ეკუთვნის ნემოს.
    davidusi 2020
    სტუმარი [?]
    #4 2 აგვისტო 2017 11:07
    0
    რა საჭიროა ამდენი ხვერწნა ვერგამიგია,მის გზაზე გაუმარჯოს,არ უნდა ბარსა ,არც ჩვენ გვინდა ნეიმარი,გადაიხადოს და წავიდეს,თორე სისულელეს რო აკეთებს ყველა ხდება, ჯერ სადაური მათემატიკა,300 მილიონს თითქოს იღებს ელჩობაში 222მილიონად გამოისყიდის ტავს 5წლიან კონტრაქტს გააფორმებს 30 მილიონი წელში, გამოვა 150მილიონი გამოდის კარგავს 72 მილიონს ვის აბოლებენ.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #3 2 აგვისტო 2017 10:44
    0
    არ უნდა წავიდეს ნეიმარი
    ტერ შტეგენი
    სტუმარი [?]
    #2 2 აგვისტო 2017 10:34
    0
    თუ უნხდა წავდეს რა მნიშვნელობა აქვს დღეს წავა თუ ხვალ რას აყოვნებენ
    neymar vs ლაშა
    სტუმარი [?]
    #1 2 აგვისტო 2017 10:26
    0
    ყვველას აზრი გასაგებია მაგრა მე არ მინდა რო წავიდეს