ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი კარგი შედეგების ჩვენებას არ შეწყვეტს, თვით “ბარსას” წინააღმდეგ თამაშის წინაც კი…
“არსენალი” “ბარსასთან” დაპირისპირებისთვის მზადაა. “მეთოფეებს” “ჩემპიონთა ლიგის” მეოთხედ–ფინალურ ეტაპზე გასვლის ძალიან კარგი შანსი აქვთ და ამიტომაც კატალონიელებთან დამარცხება არ სურთ. “ჩვენ ყველა შეხვედრას ისე ვეკიდებით, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანს. “ბარსასთან” შეხვედრაში ჩვენ უბრალოდ გამარჯვებაზე და კარგი შედეგების ჩვენების გაგრელებაზე ვფიქრობთ”, განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა მატჩის წინა პრეს–კონფერენციაზე.
ვენგერს ასევე კითხვა ვან პერსის თაობაზეც დაუსვეს, რაზეც მათ ასეთი პასუხი მიღეს: “მე არ მიყვარს ასეთი ხრიკები, ან თუნდაც ხალხის მოტყუება. მან ამ სამ დღეში ძალიან კარგი აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა. ბევრი რამ მასზეა დამოკიდებული, მაგრამ თუ იგი 100%–ით არ იქნა მზად, მაშინ მის მოედანზე ხილვას ვერ შევძლებთ.”
არსენ ვენგერის აზრით, ორივე გუნდი თავის ფეხბურთის ჩვენებას აპირებს: “მატჩის მოგებას ორივე გუნდი საკუთარი საფეხბურთო ფილოსოფიისგან გადახვევის გარეშე შეეცდება. ჩვენ მათ მსგავს ფეხბურთს ვაჩვენებთ. ორივეს გვიყვარს ბურთის ფლობა და ორივე შეტევაზე ვთამაშობთ. არც ერთი არ ვთამაშობთ მხოლოდ და მხოლოდ ანგარიშისთვის.”