დატვირთული 8 დღე

დატვირთული 8 დღე

"ბარსას" წინ დატვირთული 8 დღე ელის. გუნდს სამშაბათს სეუტაში "სამეფო თასის" პირველი მატჩი აქვს გასამართი, ხოლო შაბათს გუნდი "ნოუ კამპზე" "ლა ლიგას" ერთ–ერთ ლიდერს, "სევილიას" შეხვდება. ამ ყველაფრის შემდეგ კი დანიაში, "ჩემპიონთა" ლიგის მატჩის გასამართად გაემგზავრება...

"სამეფო თასი", "ლა ლიგა" და "ჩემპიონთა ლიგა" – ამ ერთ კვირაში სწორედ ამ ლიგებში მოუწევს "ბარსას" მატჩების გამართვა. ასე, რომ "ბარსას" ფეხბურთელებს დასვენების საშუალება არ ექნებათ და ვარჯიში ყოველ დღე მოუწევთ.

დღევანდელ ვარჯიშზე გუნდში კარლეს პუიოლი უნდა გამოცხადებულიყო. "ბარსა" სეუტაში გასამგზავრებლად ემზადება. დანარჩენი 7 ფეხბურთელი კი ჯერ კიდევ ისვენებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.