E ჯგუფის მესამე ტურში, ერთმანეთს სერბეთის და ბრაზილიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ბრაზილიელებს ჯგუფიდან გასვლა ფაქტიურად განაღდებული ჰქონდათ და ეს რომ არ მომხდარიყო, მათ უნდა წაეგოთ, ისევე როგორც პარალელურად კოსტა რიკას შვეიცარიასთან.
სამხრეთ ამერიკელებმა ანგარიში 36-ე წუთზე, “ბარსელონელების” შესანიშნავი კომბინაციის შედეგად გახსნეს, მეორე ტაიმში კი გოლი ტიაგო სილვამაც გაიტანა. შეხვედრა 2-0 დასრულდა.
მთავარმა მწვრთნელმა მეორე ნახევარში მოედნიდან კატალონიური გუნდის ორივე მოთამაშე გაიყვანა. 66-ე წუთზე პაულინიო ფერნანდინიომ ჩაანაცვლა, 80-ე წუთზე კი, ფილიპე კოუტინიო – რენატო აუგუსტომ.
რაც შეეხება მეორე მატჩს, შვეიცარია ორჯერ იგებდა, მაგრამ კოსტარიკელებმა ანგარიში ორჯერ გაათანაბრეს.
შესაბამისად, ბრაზილია პირველ ადგილზე გავიდა, შვეიცარიამ კი მეორე პოზიცია დაიკავა. სამხრეთ ამერიკელები 1/8 ფინალში მექსიკას შეხვდებიან.
კოუს და პაულ ყოჩაღ
Koutinio rogor unda iyidon chven gundshia
Abaaa
ერიქსენი იყიდონო 🙂
როგორც ევროპაზე იყო ყველა ერთ მხარეს და იქეთ პორტუგალია :)))))
არ მომეწონა რა ეს გადანაწილება.. საფრანგეთი არგენტინა ბრაზილია ურუგვაი პორტუგალია და ინგლისი ბელგიიდან რომელიმე ერთ მხარეს მოხვდნენ.. იქეთ მარტო ესპანეთია.