მსოფლიო ჩემპიონატზე, D ჯგუფის მეორე ტურში ნიგერიის ნაკრები ისლანდიას დაუპირისპირდა. ამ შეხვედრის შედეგი მნიშვნელოვანი იყო არგენტინისთვისაც. ლიონელ მესის და მისი თანაგუნდელებისთვის ნიგერიელთა გამარჯვება საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა და ასეც მოხდა. აფრიკელებმა მეტოქე აჰმედ მუსას მიერ მეორე ტაიმში შესრულებული დუბლის წყალობით, 2-0 დაამარცხეს.
შედეგად, სამხრეთ ამერიკელებმა 1/8 ფინალში გასვლის საკმაოდ დიდი შანსი დაიტოვეს. მესამე ტურში მათ ნიგერია უნდა დაამარცხონ და ამასთან ერთად, ისლანდიამ ხორვატიას არ უნდა მოუგოს ისეთი ანგარიშით, რომ არგენტინელებზე უკეთესი ბურთების სხვაობა დაუფიქსირდეს. თუ ეს მოხდება, სამპაოლის გუნდი მომდევნო ეტაპზე გავა, სადაც მათი მოწინააღმდეგე C ჯგუფის გამარჯვებული, საფრანგეთი ან დანია იქნება.
რაც შეეხება ხორვატიას, სადაც ივან რაკიტიჩი თამაშობს, ამ გუნდს პირველი ადგილი პრაქტიკულად განაღდებული აქვს.
D ჯგუფში მესამე ტურის მატჩები 26 ივნისს გაიმართება.
Me vfiqrob ro shetevashi argentinam 2 centr forvardit unda itamashos magat ukan kide mesi centrshi sheweuli.dibala unda dadges marjvena shemtev naxevarmcvelad
მერკადო ოტამენდი ფასიო როხო
ბანეგა მასკერანო
დიბალა მესი დი მარია
აგუერო
100% ხარ მაგაზე ოპტიმალურ სასტავ ვერც დააყენბს არგენტინა, მთავარია აკუნიები და ტრაკუნიები არ ჩასვას. და მესიც უნდა მოიხოდოს, მიუხედავად ყველაფრისა იმედის პატარა მარცვალი არის, ბოლო წლებში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონები ისინი გახდნენ ვისაც ჯგუფიდან გასვლა გაუჭირდა და ვნახოთ აბა, იმედი ბოლოს კვდება.
m. s. d yvelafershi getanxmebi magram dimaris magivrad kristian pavoni da egaa dalshe magari kamandaa