workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

ოფიციალურად: ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

ის, რაც აქამდეც თითქმის გადაწყვეტილი იყო, გუშინ ოფიციალურად დადასტურდა – ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

გუშინ ღამით “ფურია როხამ” თურქეთს უმასპინძლა და 2-2 ითამაშა, ეს კი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებისთვის საკმარისი გამოდგა. ესპანელები 2026 წლის მუნდიალზე ითამაშებენ, თურქები კი ბრძოლას ფლეი ოფში განაგრძობენ. ჯგუფში მე-3 ადგილზე საქართველო გავიდა, ხოლო ბოლოზე – ბულგარეთი.

გუშინდელ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ პაუ კუბარსი და დანი ოლმო. ამ უკანასკნელმა შეხვედრის პირველი გოლი გაიტანა. თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთნენ ფერან ტორესი და ფერმინ ლოპესი.

პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ასევე მოიპოვეს მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გერმანიამ, ჟიულ კუნდეს საფრანგეთმა, ფრენკი დე იონგის ნიდერლანდებმა და მარკუს რაშფორდის ინგლისმა. ფლეი ოფში ითამაშებენ რუნი ბარდჯის შვედეთი, ანდრეას კრისტენსენის დანია და რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Rick Sanchez
    schedule 21 ნოე 2025, 22:58
    #7

    ძალიან ძლიერი ნაკრებია ესპანეთი, ოიარსაბალი ყავთ სკამზე და რას ყომარობს მასტი.

  • me da barca
    schedule 21 ნოე 2025, 14:09
    #6

    დანიამ პლეი ოფი ძალით გაიჩალიჩა. თუნდაც სახლში წყალწაღებული ბელორუსის ვერ მოგებით.

  • Albicelecte
    schedule 20 ნოე 2025, 05:45
    #5

    რუნი ბარდჯის შვედეთი?! ღადაობთ? ჩვენზე უარესად შერცხვნენ, ბოლო ადგილი და იდი ნაქოც…

  • nika 54
    schedule 19 ნოე 2025, 14:45
    #3

    ეს ოლმო მარტო ნაკრებში თამაშობს?

  • LEVANII
    schedule 19 ნოე 2025, 11:36
    #2

    ციტატა: Flying Dutchman
    ხვალ რომ გაიმართოს მუნდიალი უპირობო ფავორიტები არიან


    Მასეც ვერ იტყვი პორრუგალია საკმაოდ კარგი გუნდია ერთა თასზეც გამოჩნდა რო შეუძლია ესპანეთის დამარცხება იგივე გერმანია რომელიც ძალიან ახლოს იყო ეუროზე ესპანეთის გამოგდებასთან რომ არა მსაჯის შეცდომა კუკურეიას ბურთი ხელზე რო მოხვდა. ინგლისიც და ჰოლანდიაც კარგ ფორმაში არიან, ასევე ინდივიდუალისტებით დახუნძლული საფრანგეთი მოქმედი გამარჯვებული არგენტინა თავის მესით და ბრაზილია რომელიც უფრო დალაგებული გუნდი გახდა მასშემდეგ რაც ანჩელოტი ჩაუდგა სათავეში. ესპანეთი ერთერთი უდავო ფავორიტი ნამდვილად არის მაგრამ არ მგონია ისე მარტივად მოიგოს მუნდიალი როგორც ევრო მოიგო

  • Flying Dutchman
    schedule 19 ნოე 2025, 10:33
    #1

    ხვალ რომ გაიმართოს მუნდიალი უპირობო ფავორიტები არიან