მოგეხსენებათ გუშინ კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ლა ლიგას” 27–ე ტურში “რეალ სარაგოსა” მიიღო და შინ ნული ქულით გაუშვა. ამაში კი დიდი როლი იმასაც მიუძღვის, რომ კატალონიელების ბურთის ფლობა 80%–ს შეადგენდა…
– 57–ე წუთიდან “ბარსას” ფეხბურთელებმა თამაშიდან ბურთი 46–ჯერ მოიპოვეს, ხოლო ხავიერ აგირეს შეგირდებმა მხოლოდ და მხოლოდ 11–ჯერ.
– პირველ ტაიმში მასპინძელთა ბურთის ფლობა 81%–ს შეადგენდა, ხოლო მეორე ნახევარში 79%–ს.
– კატალონიელებმა მთელი მატჩის განმავლობაში 961 პასის გაკეთება მოასწრეს, ხოლო სტუმრებმა ერთმანეთს ბურთი მხოლოდ 257–ჯერ გადასცეს. ჩავი ამ კუთხით კვლავ ლიდერია. მის ანგარიშზე 165 პასია.
– გვარდიოლას ფეხბურთელებმა დობლასის კარის შეწუხება 22–ჯერ მოახერხეს, რაც “სარაგოსას” ფეხბურთელების მიერ შესრულებული დარტყმების რაოდენობაზე 19–ით მეტია.
– ბურთების ართმევის მხრივ, პირველ ადგილზე მილიტო (14) გავიდა. მის შემდეგ კი 13 ართმეული ბურთით ხავიერ მაშერანო მოდის.
– ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ანდრეს ინიესტამ “ლა ლიგას” შეხვედრა სათადარიგოთა სკამებიდან დაიწყო. ანდრესი და პედრო არიან ის ფეხბურთელები, რომლებმაც ყველა შეხვედრაში აქვთ მონაწილეობა მიღებული.
– კეიტამ ამ სეზონში მეორე გოლი გაიტანა. მისი პირველი მსხვერპლი “ატლეტიკ ბილბაო” გახლდათ.
– “მოლინიონზე” დაფიქსირებული ფრის შემდეგ, “ბარსამ” ზედიზედ 4–ჯერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. მათ დამწუხრებულები “ატლეტიკ ბილბაო”, “მალიორკა”, “ვალენსია” და “სარაგოსა” დატოვეს.