ამსტერდამის “აიქსის” ახალგაზრდა ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი, რომლითაც “ბარსელონაა” დაინტერესებული, კატალონიურ კლუბსა და მის ლიდერზე საუბრობს.
“მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მისი სათამაშო დონისთვის მიღწევა შეუძლებელია.
რონალდუ ფინიშერია, მესი კი – ფინიშერი, შემქმნელი, დრიბლიორი… მას შეუძლია ითამაშოს ნახევარდაცვაში და ასევე, გაიტანოს ჯარიმებიდან. მესის ყველაფერი შეუძლია.
არგენტინას განსაკუთრებული გუნდი არ ჰაყვს, მაგრამ მესიმ ის სამ ფინალში მაინც გაიყვანა. ლეოს გარეშე, ეს გუნდი ამ მიღწევასთან ახლსოაც კი არ იქნებოდა.
პეპ გვარდიოლას დროინდელი “ბარსელონა” მოწოდების სიმაღლეზე თუ იყო, მოწინააღმდეგეს შანსი არ ჰქონდა. ამ გუნდის თამაშის ყურება შესანიშნავი იყო, მის წინააღმდეგ თამაში კი – ჯოჯოხეთი.
როდესაც “ბარსელონას” თამაშებს ვუყურებ, თუ ჩემი შეყვარებული მოვა და რამეზე დამელაპარაკება, შესაძლოა, არც კი ვუპასუხო. როდესაც რამე მაგიური ხდება, ჩემს ყურადღებას სრულად იქცევს.” – აცხადებს 21 წლის ნახევარმცველი.
ეს კაცი მოსაყვანია
კარგია რომ ბარცას ფანები არიან ესეც და მაგისი 2 თანაგუნდელი ))) 3 მივე მოსაყვანია