workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დე იონგის ტრავმის მიუხედავად, ბარსელონა კასადოსთან დაკავშირებით გეგმებს არ ცვლის

დე იონგის ტრავმის მიუხედავად, ბარსელონა კასადოსთან დაკავშირებით გეგმებს არ ცვლის

bolt მოკლედ
ჰანსი ფლიკს მიაჩნია, რომ დე იონგის შეცვლა მარკ კასადოს გარეშეც შეუძლია.

წინასასეზონო მზადება “ბარსელონასთვის” კოშმარულად დაიწყო. “სიუტატ ესპორტივაზე” ფეხბურთელების შეკრების პირველივე დღესვე ცნობილი გახდა, რომ ფრენკი დე იონგმა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო. ნიდერლანდელი ბაზაზე ნებადართულზე ადრე გამოცხადდა (მას მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის გამო დასვენების დამატებითი დღეები ჰქონდა), რაც მუხლში არსებულმა დისკომფორტმა აიძულა. თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ დაზიანება სერიოზული იქნებოდა, თუმცა კლუბში სამედიცინო შემოწმების საბოლოო პასუხებს ელოდებიან.

ფრენკის ტრავმას, შესაძლოა, გავლენა მოეხდინა მარკ კასადოს მომავალზე. აკადემიის აღზრდილი “ბარსელონადან” წასვლასთან ძალიან ახლოსაა. ის კარგ შეთავაზებას ელოდება – ან საუდის არაბეთიდან, სადაც კლუბებს დიდი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ, ან რომელიმე ევროპული გუნდიდან, რაც თავად მოთამაშეს უფრო ხიბლავს. ვინაიდან ნიდერლანდელი გუნდს ნოემბრამდე ვერ დაეხმარება, ლოგიკური იქნებოდა, გვეფიქრა, რომ “ბარსელონა” უკან დაიხევდა და კასადოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე მაინც არ გაუშვებდა.

გეგმა უცვლელია

თუმცა, ასე არ მოხდება. სპორტული ხელმძღვანელობა კვლავ მიიჩნევს, რომ ფეხბურთელის ახლა გაყიდვა, როდესაც მის სანაცვლოდ სოლიდური თანხის მიღებაა შესაძლებელი, საუკეთესო გამოსავალია და დასახულ კურსს არ გადაუხვევს. მთავარი მიზეზი ისაა, რომ კლუბში დე იონგის პოზიციას საკმარისად დაცულად მიიჩნევენ.

ბერნალი და გავი

ფლიკს პედრის გვერდით, ორმაგი საყრდენის ზონაში (სადაც კანარიელი შეუცვლელი ფიგურაა), რამდენიმე ალტერნატივა ჰყავს. გერმანელმა სპეციალისტმა შესაძლოა ნდობა საბოლოოდ მარკ ბერნალს გამოუცხადოს, რომელიც გასული სეზონის ბოლო მონაკვეთიდან მოყოლებული, ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად აქტიურად იბრძვის. ამ როლის მორგება გავისაც შეუძლია, თუმცა ფლიკს ურჩევნია, რომ მან მეტოქის საჯარიმოსთან უფრო ახლოს ითამაშოს.

გარდა ამისა, კიდევ ორი ფეხბურთელია, რომლებიც ნომინალურად ცენტრალური მცველები არიან, თუმცა ამ პოზიციაზე თამაში შესანიშნავად შეუძლიათ: ერიკ გარსია და კრისტენსენი. პირველმა გასულ სეზონში არაერთ მატჩში ითამაშა საყრდენად და ბრწყინვალე პროდუქტიულობაც აჩვენა. დანიელ მცველსაც აქვს ამ ზონაში თამაშის დიდი გამოცდილება, თუმცა ბოლო სეზონებში ტრავმების გამო იქ შედარებით იშვიათად ჩნდებოდა.

ახალი დანიშნულების ადგილის ძიებაში

ამრიგად, ფრენკი დე იონგის ტრავმის მიუხედავად, მარკ კასადო, დიდი ალბათობით, მაინც დატოვებს “ბარსელონას” მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მისი აგენტი, ჟორჟე მენდეში ნახევარმცველისთვის ახალი კლუბის მოძიებაზე აქტიურად მუშაობს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 21 ივლ 2026, 00:19
    #7

    ბერნალით და გავით გავალთ ფონს

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 17 ივლ 2026, 14:58
    #2

    რამდენს იხდიან, საკითხავი აი ეს არის;
    და არაუხოს გაყიდვაზე არაფერი იწერება😎

    • Rivaldo80
      Rivaldo80 ვეტერანი
      schedule 17 ივლ 2026, 15:25
      #3

      კაცურად გუნდის პრეზიდენტი რომ იყო ახლა არაუხოს იყიდიდი? ალალად თქვიი🙄😂

      • Cule cule
        Cule cule ახალბედა
        schedule 17 ივლ 2026, 15:34
        #4

        რატო ამბობ ძმაო ეგრე არაუხო ბარსას სქემავ ვერ ეწყობა თორე რატო გგონია რო ცუდი მცველია? დორტმუნდი ბენფიკა ივენტუსი ინტერი იუნაიტედი მილანი ჩელსი ატლეტიკო ყვრლა ამ გუნდში მგონია რო გაამართლებს მშვენივრად თამაშობდა ჩავის ხელში სადაც მაღალ დაცვას არ თამაშობდა ბარსა და რავი აბა ტაქტიკას არაუხოს გამო არავინ შეცვლის მაგრამ თუ გაყიდვა უნდათ აი ყველა ამ კლუბების სტილს მშვენივრად მოერგება

        • PUIOL5
          PUIOL5 გულშემატკივარი
          schedule 17 ივლ 2026, 23:06
          #6

          ჩავი რომ ბარსას მწვრთნელი არაა ეგ არაუხოს დამსახურებაცაა, რას თამაშობდა კატგად თუ ძმა ხარ, მაშჯნაც მასეთი ქაჯი იყო, გაიხსენე ლიგაზს პსჟსთან როგორ გამოვარდით მაგის სიქაჯის გამო და ბოდიშიც არ მოიხადა.

      • nika 54
        nika 54 ლეგენდა
        schedule 17 ივლ 2026, 19:53
        #5

        მოძებნა უნდა, ვინმე ატლეტიკოს სტილის გუნდი.

  • Don_Andresito
    Don_Andresito ლეგენდა
    schedule 17 ივლ 2026, 14:18
    #1

    დე იონგის პოზიციას რანაირად მიიჩნევენ დაცულად, კასტილა პედრით გავით თუ ბერნალით? სამივე ტრამვიანია. გავი არცაა საყრდენი. აილეწება ბერნალი პედრიდან რომელიმე და კარგად იყავი. მოუწევს მერე გარსიას ფოფხვა.