workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი მსოფლიოს მე-4 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია

მესი მსოფლიოს მე-4 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია

საფეხბურთო კვლევითმა ორგანიზაციამ (CIES) ფეხბურთელთა ღირებულებების ცხრილი განაახლა. ახალ რეიტინგში, ლიონელ მესი მე-4 ადგილზეა. მას ჰარი კეინი, ნეიმარი და კილიან მბაპე უსწრებენ.

ფეხბურთელისთვის ფასის მინიჭების დროს ბევრი ფაქტორია გათვალისწინებული. საფეხბურთო შესაძლებელობის გარდა, მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რამდენი წლისაა ფეხბურთელი, რამდენი წელია ამჟამინდელ კლუბში თამაშობს და რამდენი წელი დარჩა მას კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე. ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ მესის, რომელსაც მალე 31 წელი უსრულდება, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა აჯობეს.

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ათეული:

# ფეხბურთელი გუნდი ფასი (მლნ. ევრო)
1 ჰარი კეინი ტოტენჰემი 201.2
2 ნეიმარი პსჟ 195.7
3 კილიან მბაპე პსჟ 186.5
4 ლიონელ მესი ბარსელონა 184.2
5 მოჰამედ სალაჰი ლივერპული 171.3
6 დელე ალი ტოტენჰემი 171.0
7 კევინ დე ბრუინი მან. სიტი 167.2
8 ანტუან გრიზმანი ატლეტიკო 164.5
9 პაულო დიბალა იუვენტუსი 164.2
10 რომელუ ლუკაკუ მან. იუნაიტედი 163.4

საუკეთესო ასეულში, მესის გარდა, “ბარსელონადან”, ფილიპე კოუტინიო (მე-12 ადგილი, 154.6 მილიონი), ლუის სუარესი (მე-18 ადგილი, 120.4 მილიონი), სამუელ უმტიტი (მე-19 ადგილი, 111.5 მილიონი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (25-ე ადგილი, 100.5 მილიონი), უსმან დემბელე (63-ე ადგილი, 72.4 მილიონი) და ივან რაკიტიჩი (77-ე ადგილი, 68.3 მილიონი) მოხვდნენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • ^Barca-Vision^
    schedule 05 ივნ 2018, 21:37
    #6

    Ronaldo dabaerda ex madridelia Mara mainc guli mwydeba icit rato 2009shi daviwye fexburtis realurad yureba mas shemdeg bevri wavida bevri legenda romelic Im dros msoflio fexburtis birtvs qmnidnen.realurad wlevandel sezonshi inis wasvlam daagvorgvina da dasrulda udidesi da umagresi epoqa.,

  • alen halilovic
    schedule 05 ივნ 2018, 18:51
    #5

    რონალდუს ნუ ეხუმრებით თქვენ, ასაკი მაგისთვის უკვე არაფერს ნიშნავს, თუ ეყოლება ისეთი გუნდი, როგორიც რეალი იყო ეს ბოლო წლები, ანუ სადაც ცენტრფორვარდად თამაშს შეძლებს და გუნდის თრევა არ მოუწევს, და რა თქმა უნდა თუ მოინდომებს, 40 წლამდე დაახლოებით ასეთ დონეზე შეუძლია ითამაშოს. აი სუარესზე მაგას ვერ ვიტყოდი, რონალდუზე წინ რო დააყენეს 2-3 წლით უმცროსობის გამო. ბარსადან როგორც კი წავა ეგრევე მორჩება მაგის კარიერა

  • nika 54
    schedule 05 ივნ 2018, 18:44
    #4

    და 24-ე რონალდუ…..

  • Dato112
    schedule 05 ივნ 2018, 16:36
    #3

    bichebi axali imformacia maqvs mwvane barati shemoiges anu es imas nishnavs ro tu fexburtels gaagdeben moednidan mwvane baratit mashin tu mwvrtbels samive cvlileba ar aqvs gamoyenebuli sxva motamashis shemoyvana sheidzleba

  • gugagiorgadze
    schedule 05 ივნ 2018, 15:31
    #2

    უაზრობაა ასაკის მიხედვით უწერიათათ თუ არა ალი მინეტოლოგს ოცეულიში რა დიშლა უნდა ან გაბრიელ ჯესუს რონალდოზე წინ

  • mambito777
    schedule 05 ივნ 2018, 15:05
    #1

    მეც გამიკვირდა.