workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა ბ”-მ სეგუნდა დივიზიონის სეზონი 20-ე ადგილზე დაასრულა

“ბარსა ბ”-მ სეგუნდა დივიზიონის სეზონი 20-ე ადგილზე დაასრულა

“ბარსელონას” სარეზერვო გუნდმა სეგუნდა დივიზიონის ბოლო, 42-ე ტურის მატჩი გამართა. ჩავი გარსია პიმიენტას შეგირდებმა საკუთარ მოედანზე “რეალ სარაგოსას” უმასპინძლდნენ და 0-2 დამარცხდნენ. ანგარიში 39-ე წუთზე ვიქტორ არაუხომ გახსნა, მატჩის მიწურულს კი ალეიშ ფებასმა სხვაობა ორამდე გაზარდა. 

შედეგად, კატალონიელებმა სეზონი მეოცე ადგილზე დაასრულეს, მხოლოდ ორ კლუბს გაუსწრეს და მომდევნო სეზონს მესამე დივიზიონში გაატარებენ. “სარაგოსამ” კი, თავის მხრივ, მე-3 ადგილით პლეი-ოფის საგზური მოიპოვეს და შანსი აქვთ, რამდენიმე თვეში უკვე ლა ლიგაში ითამაშონ. 

“ბარსა ბ”-მ ჩატარებული 42 მატჩიდან 18 წააგო, 14-ჯერ ფრედ ითამაშა და გამარჯვება მხოლოდ 10 შეხვედრაში მოახერხა. მათ 46 გოლი გაიტანეს, საკუთარ კარში კი 54 მიიღეს, რაც დანარჩენ გავარდნილ გუნდებთან და იმათთან შედარებით, ვინც გავარდნასთან ახლოს იყო, ცუდი შედეგი ნამდვილად არაა, მაგრამ რეზერვისტები უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ მინიმალური ან ორბურთიანი სხვაობით აგებდნენ. თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში გუნდს სათავეში ჟერარ ლოპესი ედგა, გარსია პიმიენტა კი, რომელმაც 19-წლამდელთა გუნდთან ერთად UEFA-ს ახალგაზრდული ლიგა მოიგო, პოსტზე რამდენიმე კვირის წინ დანიშნეს. მიუხედავად მწვრთნელის ცვლილებისა, “ბარსა ბ” ცხრილის ქვედა ოთხეულში მოხვედრას ვერ გადაურჩა. 

კატალონიელებთან ერთად სეგუნდა დივიზიონ ბ-ში “კულტურალ ლეონესა” (რომელმაც მე-18 ადგილზე გასულ “ალმერიასთან” თანაბარი რაოდენობის ქულები დააგროვა), “ლორკა” და “სევილია ატლეტიკო” ითამაშებენ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • ძველი ბარსელონელი
    schedule 03 ივნ 2018, 13:39
    #2

    რასირცხვილია ერთ დროს იმაზე მიდიოდა ფიქრი 2 ბარსა როგორ იქნებოდა ლა ლიგაში წლების წინ ეხლა კიდე …

  • grizmann
    schedule 03 ივნ 2018, 10:28
    #1

    ეხ ამ სიტზე რამდენი გრიზმანი გაიჩიტა არადა პირველი გრიზმანი მე ვიყავი 2 წლით ადრე ვიწინასწარმეტყველე გეიზმანის გადმოსვლა რა laughing laughing