დეულოფეუს ტრანსფერთან დაკავშირებით ბოლო სიტყვა თავად ფეხბურთელზეა

დეულოფეუს ტრანსფერთან დაკავშირებით ბოლო სიტყვა თავად ფეხბურთელზეა

23 წლის კატალონიელი გარემარბის, ჟერარ დეულოფეუს მშობლიურ "ბარსელონაში" დაბრუნებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას თავად ფეხბურთელი მიიღებს.

ცნობილია, რომ "ბარსელონა" "ევერტონში" მოთამაშე ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებით ისარგებლებს და ინგლისურ გუნდს 12 მილიონ ევროს გადაუხდის. თუმცა, ჯერ გადაწყეტილი არაა, მოინდომებს თუ არა თავად ფეხბურთელი კატალოიურ კლუბში დაბრუნებას.

დეულოფეუ "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია. 2013-2015 წლებში, ის "სევილიაში" იყო განათხოვრებული, 2015 წელს, ფეხბურთელი "ევერტონმა" დაახლოებით 5 მილიონ ევროდ იყიდა. კატალონიელებმა კი მისი 12 მილიონად გამოსყიდვის უფლება დაიტოვეს.

"ბარსელონას" ამ უფლების გამოყენება 30 ივნისის ჩათვლით შეუძლია და თუ Sport-ს დავუჯერებთ, კლუბი ამას აპირებს კიდეც. თუმცა, შეთანხმებაში კიდევ ერთი პუნქტი არსებობს - დეულოფეუს შეუძლია ტრანსფერი დაბლოკოს. მას ასევე შეუძლია, "ბარსელონაში" დაბრუნების შემთხვევაში, კლუბს მომდევნო ზაფხულში მისი სხვაგან გაშვება აუკრძალოს. გამოდის, რომ თუ "ბარსელონა" დეულოფეუს 12 მილიონად ყიდვასა და შემდეგ მის უფრო ძვირად გაყიდვას აპირებს, კატალონიელები მიზანს ვერ მიაღწევენ.

ტრანსფერის განხორციელებისთვის "ბარსელონას" 2 დღე აქვს დარჩენილი, საბოლოო სიტყვა კი დეულოფეუზეა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 28 ივნისი 2017 15:25
    0
    მოდი რა მალე დეულოფეუ!
    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    theodore bagwell
    სტუმარი [?]
    #3 28 ივნისი 2017 12:41
    0
    Modi kaco alkasers xo ajobebs zamenaze
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 ივნისი 2017 12:37
    0
    არ გადმოხვიდე რა გინდა აქ იყავი სადაც ხარ
    მახა
    სტუმარი [?]
    #1 28 ივნისი 2017 12:03
    0
    უფანტაზიოა არ მინდა