მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დღევანდელ თამაშში ფრეც ყოფნის, გუნდის კაპიტანი, კარლეს პუიოლი, თვლის, რომ გუნდმა აუცილებლად 3 ქულა უნდა აიღოს. “ჩვენ მოედანზე გამოვდივართ მოსაგებად, არასდროს არ ვთამაშობთ ფრისთვის” – აცხადებს კაპიტანი.
“ლიონთან” გამარჯვება “ბარსელონას” ჯგუფში პირველ ადგილს უნაღდებს. კლუბის კაპიტანმა ახსნა” თუ რატომ არის ეს ასე მნიშნველოვანი: “ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი ფლეი-ოფში პირველ თამაშს გასვლაზე თამაშობს, ხოლო მეორეს საკუთარ მოედანზე. ეს მნიშვნელოვანი უპირატესობაა, ჩვენ ეს უპირატესობა აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ”.
“ლიონი” შესანიშნავი გუნდია, რომელიც თამაშობს კარგ, სანახაობრივ ფეხბურთს” – მოკლედ დაახასიათა მეტოქე პუიოლმა.
პუიოლმა ასევე თავისი შეფასება მისცა ედმილსონთან დაკავშირებულ სიტუაციას და განაცხადა: “ამდაგვარი პრობლემები უნდა დარჩეს კლუბის შიგნით და არ უნდა იქნას გამოტანილი საზოგადოების წინაშე. ედმილსონმა ჩვენს წინაშე მოიბოდიშა და აღიარა თავისი შეცდომა. ახლა გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა”.