workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კენი დალგლიში: ლივერპულში კოუტინიოს თბილ დახვედრას მოუწყობენ

კენი დალგლიში: ლივერპულში კოუტინიოს თბილ დახვედრას მოუწყობენ

3 ივნისს ბრაზილიის ნაკრები ფილიპე კოუტინიოსთან ერთად ხორვატიას დაუპირისპირება. შეხვედრა “ენფილდზე” გაიმართება. ლეგენდარული შოტლანდიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი, კენი დალგლიში მიიჩნევს, რომ ლივერპულში კოუტინიოს თბილ დახვედრას მოუწყობენ. 

“ვფიქრობ, ხალხის დიდი ნაწილი, რომელიც “ლივერპულის” ნამდვილი გულშემატკივარია, კოუტინიოს კარგად მიიღებს. შეიძლება, მისი წასვლის გამო ბევრს გული დაწყდა, მაგრამ არ იქნება სწორი თუ ამის გამო მას სტვენას დაუწყებენ. უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში ბრაზილიელი შესანიშნავი იყო, თუმცა სხვა კარგი მოთამაშეებიც გვყავს, მაგალითად რობერტო ფირმინო, რომელიც ბრაზილიასთან ერთად ითამაშებს”. – აცხადებს დალგლიში, რომელიც “ლივერპულის” ღირსებას 1977-90 წლებში იცავდა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • messi and iniesta
    schedule 19 მაი 2018, 19:36
    #2

    კოუ შენ იცი მომავალ სეზონიდან უნდა იფრინო

  • Guro messi
    schedule 19 მაი 2018, 11:40
    #1

    კოუმ ბევრი გააკეთა ლივერპულისთვის.ბარსაშიც კარგად ათამაშდება