workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

sensors LIVE
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
1 - 0
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer
არსენ ვენგერი: “არსენალი” ფაბრეგასთან ერთად პიკეს და მესის შეძენასთან ახლოს იყო

არსენ ვენგერი: “არსენალი” ფაბრეგასთან ერთად პიკეს და მესის შეძენასთან ახლოს იყო

არსენ ვენგერი, რომელმაც ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელის პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა, საინტერესო განცხადებას აკეთებს. ის ამბობს, რომ “მეთოფეებმა” საუკუნის დასაწყისში “ბარსელონას” სამი ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაბირება სცადეს. ერთი მათგანის ტრანსფერი შედგა, დანარჩენი ორის კი ჩაიშალა. ეს ფეხბურთელები არიან სესკ ფაბრეგასი, ჟერარ პიკე და ლიონელ მესი. 

“ფაბრეგასი ლონდონში აგენტებმა მოიყვანეს. ვიცოდით, რომ ის გვჭირდებოდა და აუცილებლად უნდა დაგვერწმუნებინა. მის მშობლებს შევხვდი და ტრანსფერიც შედგა. მასთან ერთად კიდევ ორი ფეხბურთელის შეძენა გვსურდა, პიკეს და ლეო მესის. პიკე მაშინ “მანჩესტერ იუნაიტედთან” გადასვლასთან უკვე ახლოს იყო და ჩვენ არაფერი გამოგვივიდა, მესის შეთავაზებაზე კი “ბარსელონაში” არც დაფიქრებულან. კატალონიელებს მისი დაკარგვა არ სურდათ. 

არ ვიცი, უნდოდა თუ არა თავად მესის “არსენალში” გადმოსვლა. “ბარსელონამ” მოლაპარაკებები იქამდე შეწყვიტა, სანამ ფეხბურთელს შევხვდებოდით”. – აცხადებს ვენგერი. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Guro messi
    schedule 19 მაი 2018, 11:14
    #4

    პიკეც და მესიც მაგრად ითამაშებენ მომდევნო მატჩებში.არსენალში ვინ მოყავთ ამის მაგივრად

  • vegassi54
    schedule 18 მაი 2018, 13:57
    #3

    ოცნება უფასოა.

  • messi and iniesta
    schedule 17 მაი 2018, 21:38
    #2

    სამწუხაროა რომ ყველა ოცნება არ ხდება ვენგერ

  • Johan Cruyff 14
    schedule 17 მაი 2018, 20:58
    #1

    ეგ რაღა ახლოს ყოფნააა კაით რააა