workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დიეგო კოსტა: “ბარსელონადან” უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს

დიეგო კოსტა: “ბარსელონადან” უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი დიეგო კოსტა თანაგუნდელს, ანტუან გრიზმანს აფრთხილებს, სანამ “ბარსელონაში” გადასვლას გადაწყვეტს, კარგად დაფიქრდეს.

“როდესაც “ატლეტიკოდან” “ჩელსიში” გადავედი, ბედნიერი ვიყავი – ტიტულებს ვიგებდი და ახალ გამოცდილებას ვღებულობდი.

არ ვაპირებ, გრიზმანს ვუთხრა, როგორ უნდა მოიქცეს, რადგან მას ასეთი გადაწყვეტილების თავად მიღება შეუძლია. მე გამიმართლა, რომ “ატლეტიკოში” დაბრუნება მოვახერხე, მან კი იცის, რომ თუ “ბარსელონაში” წავა, მას ასეთი შესაძლებელობა არ მიეცემა. ასე რომ, ანტუანი ამაზე უნდა დაფიქრდეს.

გრიზმანმა იცის, რომ გუნდში მისი დარჩენა გვინდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ჩვენს მიზნებზე სრულადაა კონცენტრირებული.” – ციტირებს კოსტას სიტყვებს Goal.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Guro messi
    schedule 12 მაი 2018, 11:13
    #4

    მარსიალი მირჩევნია გრიზმანის მოყვანას და რატო მაგას ავხსნი:
    1)სანჩესის და რაშფორდის გადამკიდე არავინ ათამაშებს მანიუში და მაგარი დაჩაგრულია.
    2)22წლისაა და გამოცდილებაც აქვს გრანდში თამაშის
    3)ტიპიური ვინგერია.
    4)გრიზმანზე ნაკლები დაჯდება მაგრამ შეტევას მასზე არანაკლებ გააძლიერებს.
    5)სკამზე ეგ უფრო დაჯდება ვიდრე გრიზმანი.დემბელე ნაკლებად დაიჩაგრება
    მგონი საკმარისად ჩამოვთვალე

  • Ikks
    schedule 11 მაი 2018, 14:02
    #3

    ციტატა: Anastasia13
    Leo su dembo
    Cou busi grizi


    მარსელო, ალბა, ასპი, ბელერინი
    :დდდდ

  • Anastasia13
    schedule 11 მაი 2018, 01:20
    #2

    Leo su dembo
    Cou busi grizi

  • messi and iniesta
    schedule 11 მაი 2018, 01:07
    #1

    გრიზმანის ადგილას რომ ვიყო არ წავიდოდი