მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სიყვარულით, მარადონას!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სიყვარულით, მარადონას!

გოლი კარგი გამოვიდა, დამშვიდობებაც ღირსეული იყო. ამ დროს მსაჯს შეეძლო არ ამოეღო ბარათი ჯიბიდან, როცა მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საფეხბურთო და არა მხოლოდ საფეხბურთო სამყარო დიეგო მარადონას გარდაცვალებას გლოვობს, როცა ერთი არგენტინელი გენია მეორეს უძღვნის გოლს, ეს საკმარისია იმისათვის, რომ წესებს გადაუხვიო, ამის გამო საყვედურს არავინ გეტყვის, პირიქით, მესის გოლისა და აღნიშვნის გახსენებასთან ერთად, ღირსეულ საქციელსაც გაიხსენებდნენ, მაგრამ მატეო ლაოსი მეტად შეზღუდული აზროვნების პიროვნება აღმოჩნდა და მაინც დააძრო ბარათი ჯიბიდან.

ეგ არაფერი.

ყველაფერი ლამაზი იყო.

ლეო გოლის გასატანად გამოვიდა. ისედაც სულ გასატანად გამოდის, მაგრამ ამჯერად ორჯერ მოტივირებული იყო, მიუხედავად ამისა, მის თამაშს ეგოიზმი არ დატყობია, მთელი თამაში გუნდირად ითამაშა, რამდენჯერმე განაწყენდა, პასის გარეშე რომ დატოვეს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია.

ზუსტად იცოდა, რომ თავის მომენტი ექნებოდა, დაელოდა და შეასრულა.

ისტორიას დარჩება.

გრიზმანი

ჯერჯერობით ანტუანის საუკეთესო თამაში ვიხილეთ “ბარსელონაში”. არა მხოლოდ იმიტომ, რომ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი შეაგდო, მთელი თამაში აქტიური იყო და რაც მთავარია, ბოლომდე იყო ჩართული თამაშში, თავის ადგილი როგორც იქნა იპოვა. ათიანზე ითამაშა და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ანტუანს ყოველთვის სჭირდება წინ ერთი ცენტრფორვარდი, ეს ადრეც აღგვინიშნავს და კიდევ აღვნიშნავთ, პროდუქტიული იყო მაშინ, როცა “ატლეტიკოში” დიეგო კოსტა ან მორატა ჰყავდა წინ, საფრანგეთის ნაკრებში კი ოლივიე ჟირუ. სწორედ ამ დროს ახერხებს საჭირო სივრცეების პოვნას და პირველი ბურთისთვის ბრძოლაშიც იშვიათად ერთვება, რაც მისი საქმე ნამდვილად არ არის. ამ ყველაფრის შემხედვარე კიდევ ერთხელ გაგვახსენდებოდა ლუის სუარესი, რომელიც არანაირად ზედმეტი არ იქნებოდა ამგვარ ტაქტიკაში და ბრეითუეიტზე ბევრად მეტ სარგებელსაც მოიტანდა, მაგრამ თუ კლუბის ფინანსურ მდგომარეობას გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ლუსის გაშვების მთავარი მიზეზი სახელფასო ბიუჯეტის შემცირება იყო.

ასრულდა ჩვენი სურვილი და გრიზმანმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. ხასიათი გამოიკეთა, ადგილი იპოვა, ახლა შეუძლია ცოტა ეგოისტიც გახდეს და უფრო ხშირად აიღოს თამაში თავის თავზე, წინ “ფერენცვაროშთან” და “კადისთან” შეხვედრა გველის, იდეალური ვარიანტებია იმისათვის, რომ კარგი სერია შემოგვთავაზოს.

დაცვა

ლანგლეს ტრავმა სერიოზული არ არისო, ასე ამბობენ, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს, მაინც სანერვიულოა. მომავალ ორ შეხვედრას როგორმე გადავიტანთ, აი მერე კალენდარი რთულდება და მიუხედავად დიდი სიმპატიებისა, ნამდვილად არ მინდა კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ მინგესა ვიხილო.

ცუდი თამაში არ ჰქონია, თუმცა, როგორც კი მეტოქეს შეტევის განხორციელების საშუალება მიეცა, მაშინვე დაიწყო შეცდომების დაშვება. ერთხელ საერთოდ იქვე დაუგორა მეტოქეს ბურთი და ცოტა უფრო კარგ გუნდთან რომ გვქონოდა საქმე, უგოლოდ ვერ გამოვძვრებოდით.

მეტ აქტიურობას ველოდი დესტისგან, მით უმეტეს, რომ წინ მესი ჰყავდა. ფეხბურთელი, რომელსაც თავისუფლად შეგიძლია ბურთი ჩააბარო და ცარიელ სივრცეში თავქუდმოგლეჯილმა შეირბინო, რაიმეს მოიფიქრებს და პასს დაგიბრუნებს. ამის გათვალისწინებით ინერტული იყო, შეიძლება ესეც კომპლექსის ბრალია, გამოუცდელ და თავისნაირ ახალბედა ტრინკაუსთან ერთად ბევრად მეტ საფრთხეს ქმნიდა.

ცვლილებები

ცვლილებაზე გამოსულებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ტრინკაუ ისევ კარგი იყო, ზედმეტი მოძრაობებისგან ნელ-ნელა თავისუფლდება და მეტი სარგებელი მოაქვს. დემბელემ გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს, ჩვენ ძლივს გავიგეთ რატომ არ ჩათვალეს და “დამბო” ალბათ მას მერე გამეორებას უყურებს და მაინც ვერაფერი გაუგია. არადა, კარგად შეასრულა. ერთი-ორი მომენტიც შექმნა. ცოტა დაღვრემილი იქნებოდა, რომ მისი ადგილი ძირითადში ვერ მოიძებნა, მაგრამ “ბარსაში” ასეა საქმე, კონკურენცია დიდია. ფატის ტრავმა აქვს და დემბელე მაინც არ თამაშობს.

კუმანი

მიუხედავად ძალიან დიდი პრობლემებისა, კუმანის გუნდმა თამაში გააუმჯობესა, ხარისხი გამოსწორდა და შედეგიც მშვენიერია. ასეთ გრაფიკში, ასეთი დანაკლისით არასდროს არის თამაში მარტივი, ფაქტია, რომ “ბარსა” ნელ-ნელა წინ მიიწევს.

მომდევნო ორი თამაში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. როტაციაც მოუწევს, სხვანაირად შეუძლებელია. მანამდე იქნებ უმტიტიც გამოჩნდეს და ფრენკი დე იონგი ვიხსნათ მასკერანოზაციისგან.

“ბარსა” გუშინ 121 წლის შესრულდა. ზუსტად იმ პერიოდს ვადევნებთ თვალს, როცა კლუბისა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დააბიჯებს მოედანზე. ამის ფუფუნება ბევრს არ ჰქონია. “რეალმა” ნახა დი სტეფანო და შეიძლება კრიშტიანუს გაუყოს ადგილი, მაგრამ ერთპიროვნულად დასახელება გაჭირდება. “მანჩესტერმა” ნახა ჯორჯ ბესტი და მსგავსი შთაბეჭდილება მას მერე არავის მოუხდენია, “მილანმა” ნახა მარკო ვან ბასტენი და ფრანკო ბარეზი, “იუვემ” მიშელ პლატინი და სულ ცოტა ხნის წინ ალექს დელ პიერო, “ბაიერნმა” დიდი ხნის წინ გააცილა “კაიზერ ფრანცი”, ჩვენ კი დღემდე ვუყურებთ ლიონელ მესის და ეს უკვე საკმარისია ბედნიერებისთვის, თუნდაც ვერ იყოს ხასიათზე.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

  • Johan
    03 დეკ 2020, 10:24

    პავლოვიჩი56,

    ციტატა: პავლოვიჩი56
    1. სუა ხელფასის შემცირებაზეც თანახმა იყო…უბრალოდ ბარომეუ-როსელის ბანდას მესის გამწარება -დაკნინება უნდოდა,ესაა სულ.
    2. კუმანმა რა გამოასწორა,რა? სახლში პაჭა-პუჭა გუნდებთან მოგებაა გამოსწორება? კუილა(კუმანი) უნდა წავიდეს.


    Ტყუილად მლანძღველი ხალხის გარდა ყველა ხედავს, თუ რა გამოასწორა კუმანმა.

  • Aleqsi
    02 დეკ 2020, 01:28

    Don_Andresito,
    ბოლოში მართალი თქვი

  • Don_Andresito
    30 ნოე 2020, 21:31

    ფრენკის მასკერანოზაცია არაფრით არ შეიძლება, მასკე თავისი ბუნებუთ და თვისებებით იმენა მცველი იყო. არ იყო ბარსას სტილის საყრდენი, ყოველგვარდი შემტევი უნარის და კრეატივის გარეშე ბარსას საყრდენი ვერ იქნები. პეპს ან უნდა გაეშვა ან მცველად ექცია. მეომარი იყო და გუნდი უყვარდა ამიტომაც იქცა მცვველად. თორე იაია გაუშვა პეპმა და ტურე მასკერანოს ყველა კომპონენტსი 10 თავით ჯობდა, დარტყმა გინდა, მოკლე/გრძელი პასი, ტექნიკა თუ გოლის უნარი და ალღო.

    ჯერ არაფერი გამოგვისწორებია, კამპ ნოუზე კარგია გუნდი და ლიგაზეც გვიმართლებს, მარა მოვა სტუმრად ჩასატარებელი ლა ლიგის თამაშები და ისევ სეტიენის ბარსას დონეზე დავდივართ. აგერ მოვა კადისთან თამაში და ვნახავთ რო ეს ვითომ სილაღე ისევ სადღაც გაქრება. აღარ დარჩა უახლოესი 10-12 თამაშში ლა ლიგაში ძალიან რთული იგრა, ბილბაოსთან გასვლა არის ერთი დალშე სულ მოსაგები თამაშებია მარა სტუმრად ვალიადოლიდთან ეიბართან თუ კადისთან კარგად თამაშია საჭირო და აბა ვნახავთ რა გამოვა. იდიოტ ვალვერდეს პანიკური შიში ქონდა მოედანზე 3 შემტევი მოთამაშის გამოყვანის. თუ გამოყავდა იმ სამიდან ერთი დაცვას უნდა დახმარებოდა. სულით და ხორცით მშიშარა იყო და გირზმანი ვერ გამოიყეენა. სეტიენს პატივს არავინ სცემდა და ვერც ეგ მმიხვვდა რო გრიზმანი ფორვარდის უკან უნდა დაეყენებინა. კუმანი მიხვდა გუნდში ყოფნის მე-100 დღეს მარა რათ გინდა, სადღაა ფორვარდი, ყავდეს ეხლა ბრაიტვაითი. არაფერს ვერცი მაგ ბიჭს ცდილობს ხან გააქვს მარა დონით მაინც ლეგანესია. სად სუარესი რო ყოლოდა ეხლა. გრიზი უკან მესი მარჯვნივ ფატი ან დემბელე მარცხიდან და სუარესი შუაში. წარმოიდგინეთ ამ სასტავით ერთადერთხელ!!!!! ითამაშა ვალლვერდემ და მეორე ტაიმშივე მოხსნა ერთი შემტევი. თან ლეგანესთან მგონი და ძლივს მოვიგეთ ისიც. ფუ რა არაკაცი მშიშარა იყო. სუარესთან ერთად დღეს შეიძლება ბევრად მეტი ქულა გვქონოდა, რეალთან ყველაზე მაგარი ეგ იყო ხოლმე, ალავესთან მილიონი მომენტი რო განიავდა, ეგ იყო მომენტის კაცი, არც ატლეტიკო იქნებოდა ესეთ ხოდზე სუას გარეშე და მაინც არასწორი გადაწყვეტილება იყო რაც არ უნდა ილაპარაკოთ სისწორეზე. მჯდარიყო სკამზე. ხელფასსაც შეიმცირებდა, მაგ ხელფასის პონტში კიდე კოუ არ დაებრუნებინათ და გაეყიდათ და დაბალანსდებოდა ყველაფერი. დაჟე კოუში აღებული ფულით მცველიც მოუვიდოდათ და დღეს ესეთ დღეში აღარ ვიქნებოდით. ბართომეუმ კიდე მარტო მესის კი არა მთიანად ბარსას დაარტყა და ყველაფერი გააკეთა კონკურენტის გასაძლიერებლად. რეალი აძლიერა საკმარისად კუბოებით ისკო ასენსიოებით რომლებიც ნაგლად არ იყიდა, მბაპე არ იყიდა ალბათ პერესს რო მოწონდა მაგიტო. ეხლა ატლეს ჯერი მოვიდა და წასვლის წინ ბოლომდე მიგვაქცია. თორე სუარესს რო შეცვლა ჭირდებოდა ფაქტი იყო, ოღონთ ეტაპობრივად უნდა ჩანაცვლებულიყო და არა ესე უცებ თან კონკურენტში გაგდებით. 2013-14 წლები მახსენდება ვილიას შემთხვევა და კამპ ნოუზე მადრიდელების ზეიმი.

    ეს კუმანი კიდე სუფთა ბართომეუს მონა და ჩმორია, ამიტომ არ ვცემ პატივს რო იმენა იმ არაკაცის ბრძანება შეასრულა. ეხლა რო ამბობს ოსასუნასთან ფორვარდი გვჭირდებოდაო, დეპაი რო უნდა და რო ტირის 9 ნი არ გვყავსო, რაატო გაუშვა სუარესი, თურმე ჭირდებოდა ხო ეს 9ნი? აგერ ბრაიტვაიტი გაუტკბა ეხლა და ყავდეს. მაგისი დონის შესაფერისი ფორვარდია ზუსტად. ამ ახალგაზრდებს მიხედოს, განავითაროს, გზაზე დააყენოს და ააცვას კაცო მაგისგან მეტი არც არაფერი მინდა და არც ველი.

    და კიდე ვინც წერს ხოლმე რამხელა კომენტარებიაო და ესეთი სისულელეები, თუ კითხვა გეზარებათ და მარტო ვიდეოს ან ფოტოების ყურება შეგიძლიათ ამ საიტზე რა გინდათ, აქ სტატიები იდება რაც უნდა წაიკითხო. მაშინ შედით იუთუბზე და უყურეთ პროსტა, ან დასურათება ნახეთ და გადით. ვისაც ედიდება კომი გაატაროს კაცო, ვისაც აინტერესებს ღმერთმა გაუმარჯოს წაიკითხოს. უაზრო ხალხი კიდე ვისაც კთხვა ეზარება რავი, აქ რა უნდათ არ ვიცი :დ

  • M10 S9 D11
    30 ნოე 2020, 16:36

    ჯერ ყველაფერი ეხლა იწყება ნელ-ნელა უნდა მოვუმატოთ

  • პავლოვიჩი56
    30 ნოე 2020, 13:20

    1. სუა ხელფასის შემცირებაზეც თანახმა იყო…უბრალოდ ბარომეუ-როსელის ბანდას მესის გამწარება -დაკნინება უნდოდა,ესაა სულ.
    2. კუმანმა რა გამოასწორა,რა? სახლში პაჭა-პუჭა გუნდებთან მოგებაა გამოსწორება? კუილა(კუმანი) უნდა წავიდეს.

  • C.PC5
    30 ნოე 2020, 11:27

    ძაან კაი სტატია იყო. ყოჩაღ ავტორს. იმედია მალე დაბრუნდება უმტიტი. ძველ ფორმაში რომ ჩადგეს დაცვაშიც შეგვიმსუბუქებს საქმეს. ლენგლე კი გამოკეთდება მარა არამგონია სათამაშო ხარისხს უშველოს რამე.

  • ფეოლა
    30 ნოე 2020, 11:26

    გვარდიოლა-სავიოლა,

    კი, მაგრამ მესი ბევრად მაღლა დგას ყველაზე. რა შედარებაა? უკონკურენტოდ საუკეთესოა კლუბის ისტორიაში. ახლოსაც ვერ დაუყენებ ვერავის.

  • გვარდიოლა-სავიოლა
    30 ნოე 2020, 11:24

    ბარსელონამ იმდენი ნახა მაგ მხრივ რაც არცერთ კლუბს უნახავს, ნუ რეალს ყავდა ვარსკვლავები მაგრამ შედეგი ვერ მოუტანა, (თუარჩავთვლით დისტეფანოსა და კრ7 ) ბარსას შემთხვევაში სხვაა, ახლა მესი გვყავს, მანამდე გაუჩო, იმის წინ რივალდო, კრუიფი, ყველა ამ ხალხმა ბარსაში უდიდესი კვალი დატოვეს, მათ შორის ლეო უდიდესია თავისი მიღწევებით და შედეგებით