საუკუნის დასაწყისში, “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გულშემატკივრებს “ზიდანისა და პავონის” პოლიტიკას დაჰპირდა, რაც ზიდანის მსგავსი ვარსკვლავების შეძენითა და პავონის მსგავსი კლუბის აღზრდილებით გუნდის დაკომპლექტებას გულისხმობდა.
გავიდა თითქმის 20 წელი და ზინედინ ზიდანი “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელია, ფრანსისკო პავონი კი მას აკრიტიკებს.
პავონმა, რომელიც “რეალის” პირველ გუნდში 6 წლის განმავლობაში ირიცხებოდა, ყოფილ თანაკლუბელს “ბარსელონასთვის” საპატიო დერეფნის გაკეთებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება დაუწუნა.
“პირადად მე, დერეფანს გავაკეთებდი, რადგან ტრადიცია უნდა შენარჩუნდეს.” – ციტირებს პავონის სიტყვებს Sport.




მეც მაგრე მოვიქცეოდი
აა კაცი, გენაცვალე ყველაფერში გეთანხმები. +111111111111111111111
გრიზი და სავიჩი დაიდოს ზაფხულში და დარწმუნებული ვარ მომდევნო სეზონში სულ სხვა ბარსას ვიხილავთ. რომასთან მატჩის შემდეგ მეც ძალიან გაბრაზებული ვიყავი მეც, მაგრამ მრავლად გავაანალიზე არაა ასე მარტივად საქმე. გუშინ ლივერპულს რო არ მიხმარებოდა მსაჯი, ხომ იყო შანსი გაეგდო რომას? კი ცუდი ტაქტიკა იყო ზამენებიც დააგვიანა, მაგრამ მესი რო უკანალს არ ატოკებდა მთელი თამაში ეგეც ვალვერდეს ბრალია? რაღაცი დოზით ყველას დამნაშავე, უბრალოდ მარტო ვალვერდეზე არ შეიძლება ხელის შეწმენდა. რომ ამბობთ კლოპი კლოპიო, კი ბატონო, მაგრამ რამდენი ხანი დასჭირდა რო ამ შედეგს მიეღწია? ვალვერდეს პირველი სეზონია და ორი ტიტული დავდეთ და დიდი შანსია წაუგებლად მოვიგოთ ლა ლიგა. იმის გათვალისწინებით რო ბილბაო სხვაა და ბარსა სხვა, პირველ სეზონში რაც შეუძლია აკეთებს და რავი დალშე ფიზიკურად შეუძლებელია. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ასეა, არაა ვალვერდე არც გვარდიოლა და არც კრუიფი და ფერგიუსონი, მაგრამ ჩემი აზრით ერთი სეზონი იმსახურებს ეს კაცი შანსს, იმის გათვალისწინებით რო დემბელე მთელი სეზონის პირველი ნახევარი დამტვრეული იყო და პახოდუ კოუტინიოც მეორე ნახევარში დავიმატეთ. მე ვფიქრობ მომდევნო სეზონში სულ სხვა ბარსას ვიხილავთ, ყველაფერს დრო სჭირდება და ასე უცბად არაფერი ხდება. ვიმეორებ ყველაფრით კმაყოფილი არც მე ვარ, მაგრამ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე უკეთესი მწვრთნელი არც მოვა.