workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
16 წლის შემდეგ – “ბარსელონა” “ლა მასიას” გარეშე

16 წლის შემდეგ – “ბარსელონა” “ლა მასიას” გარეშე

“სელტასთან” გუშინ გამართულ შეხვედრაში, ერნესტო ვალვერდემ მოედანზე გადახალისებული შემადგენლობა გაიყვნაა და ბოლო 16 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ სასტარტო თერთმეტეულში “ბარსელონას” სკოლის ერთი აღზრდილიც კი ვერ მოხვდა.

ესპანეთის ჩემპიონატში ასეთი შემთხვევა ბოლოს 2002 წლის 6 აპრილს, “ბილბაოსთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში დაფიქსირდა, რომელიც “ბარსამ” 2:0 მოიგო.

იმ მატჩში კატალონიელთა სასტარტო შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: რობერტო ბონანო, მიკაელ რაიციგერი, ფილიპ კრისტანვალი, აბელარდო ფერნანდესი, ფრანჩესკო კოკო, ფაბიო როშემბაკი, ფილიპ კოკუ, ლუის ენრიკე, რივალდო, ხავიერ სავიოლა, მარკ ოვერმარსი.

23 აპრილს, “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გამართულ მატჩში, კარლეს რეშაკმა ასეთი თერთმეტეული დააყენა: ბონანო, რაიციგერი, აბელარდო, ფრანკ დე ბური, მოტა, როშემბაკი, კოკუ, ლუის ენრიკე, ოვერმარსი, კლუივერტი, სავიოლა. ის შეხვედრა “ბარსამ”, “კამპ ნოუზე”, 0:2 წააგო.

ეს იყო გუშინდლამდე ბოლო შემთხვევა, როდესაც “ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში კლუბის აღზრდილი ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა.

დასანანი ისაა, რომ გუნდში სარეზერვო ფეხბურთელებად ნაყიდი მოთამაშეები მიიჩნევიან და “ლა მასიას” აღზრდილებს თავის გამოჩენის შანსი მეორეხარისხოვან მატჩებშიც არ ეძლევათ.

არადა, რამდენიმე წლის წინ, შემადგენლობის გადახალისების შედეგად, “ბარსას” სასტარტო თერთმეტეულში ყველა ფეხბურთელი “ლა მასიადან” იყო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Guro messi
    schedule 19 აპრ 2018, 18:01
    #5

    არნაისი,ალენია ეს ორი უნდა დააწინაურონ აუცილებლად

  • Don_Andresito
    schedule 18 აპრ 2018, 15:39
    #4

    Ra moxdeboda alenias etamasha gushin. Arafers gaafuchebda. Imis naxevars mainc ara rac gomesma aketa

  • messi and iniesta
    schedule 18 აპრ 2018, 14:27
    #3

    მე ვფიქრობ რომ აარაა მარტო მეორეხარისხოვან მატჩებშიც კი არა მთავარ მატჩებშიც უმეტესობა ლა მასიდან უნდა იყოს

  • Bola
    schedule 18 აპრ 2018, 13:13
    #2

    იდეაში კლუბს მთავარი ტრადიციებიდან ერთ-ერთი ეს ქონდა რომ მისი აღზრდილი ფეხბურთელებით იყო ცნობილი და თავს იწონებდა.. ამდენი წელი რო ეგეთი სტატისტიკაა.. ფორმალობაა უბრალოდ და დააყენე რომელიმე ძირითადშიი.. ქონდეს კლუბს ეგ ნიშაა..როგორც ბილბაოში მხოლოდ ბასკები თამაშობენ.. აქაც ყოველთვის უნდა იყოს ერთი კლუბის აღზრდილი ფეხბურთელი.. რაღაც ესეთი წესი იყოს.

  • Mess10
    schedule 18 აპრ 2018, 13:13
    #1

    ვერ თამაშობენ შესაბამის დონეზე და რატომ უნდა ათამაშონ არ მესმის. კი შეიძლება ანდრე გომეშზე კარგად ითამაშოს 1-2 მაგრამ მაინც მგონია, რომ უმიზნებს ბარსა წაუგებელ სეზონს და მაგიტომაც არ არის ექსპერიმენტების დრო, მიუხედავად იმისა რომ გუშინ ნამდვილად საექსპერიმენტო სასტავი დააყენა მარა ეგ ისევ და ისევ ფინალის წინა დღეები იყო და შესაბამისად არ გავამტყუვნებ.