workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხოსე არნაისის რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება

ხოსე არნაისის რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება

“ბარსა ბ”-ს სამედიცინო განყოფილება ბოლო დროს საკმაოდ გადატვირთულია, თუმცა გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ხოსე არნაისი, მოედანზე, სავარაუდოდ, მალე დაბრუნდება. მისი რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

არნაისისთვის სეზონის პირველი ნახევარი ძალიან კარგი იყო. მან რამდენიმეჯერ ძირითად გუნდშიც ითამაშა და მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ იანვარში ტრავმა მიიღო. ხოსე თებერვლის დასაწყისში დაბრუნდა, თუმცა ეს ხანმოკლე გამოდგა. “ალკორკონთან” შეხვედრის პირველ ტაიმში მან თავი ცუდად იგრძნო, მოედანი დატოვა და დღემდე არ დაბრუნებულა.

Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არნაისი, რომელსაც ამ დაზიანების გამო 10 მატჩის გამოტოვება მოუხდა, ჟერარ ლოპესის გუნდის დახმარებას უახლოეს მომავალში შეძლებს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • Bakero
    schedule 07 აპრ 2018, 00:45
    #2

    ამისგან ძალიან მაგარი ფეხბურთელი დადგება თუ ტრავმებმა არ შეიწირა

  • messi and iniesta
    schedule 06 აპრ 2018, 21:17
    #1

    სელტასთან როდი გვყავდა ეს