workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რატომ დასჭირდა “ბარსას” “სევილიასთან” ქულის გადარჩენისთვის ბრძოლა?

რატომ დასჭირდა “ბარსას” “სევილიასთან” ქულის გადარჩენისთვის ბრძოლა?

“სევილიასთან” შეხვედრაში “ბარსელონამ” ერთი ქულა აიღო, რაც არც ისე შთამბეჭდავი მიღწევაა, თუმცა, თამაშის სცენარიდან გამომდინარე კატალონიელები ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგით კმაყოფილნი უნდა იყვნენ. ობიექტურად თუ შევაფასებთ, მასპინძლები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში უკეთესად გამოიყურებოდნენ, მაგრამ არგენტინელმა ჯადოქარმა, რომელიც მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდა, კატალონიელები წაგებისგან იხსნა. 

საინტერესოა, რატომ დასჭირდა ერნესტო ვალვერდეს გუნდს თამაშის ბედის შემობრუნება? მას ხომ მოედანზე მაღალი დონის გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავდა?

აშკარაა, რომ გოლები, რომლებიც “ბარსელონას” კარში გავიდა, სევილიელების შემდეგ, “ბარსას” ცენტრალური მცველების “დამსახურება” იყო. პიკე-უმტიტის დუეტი კარგ შთაბეჭდილებას ვერ ტოვებდა. მათ რამდენიმე სერიოზული შეცდომა დაუშვეს და ამით მასპინძელთა შემტევებს, ხოაკინ კორეას და ფრანკო ვასკესს მეტის გაკეთების საშუალება მისცეს, თანაც თავდაჯერებულობა შემატეს. შედეგად, ანდალუსიელებმა პირველ ტაიმში ერთი გოლი გაიტანეს, მეორეში კიდევ ერთი და გახდნენ სეზონში მესამე გუნდი, რომელმაც ლა ლიგის ლიდერის კარი 90 წუთის განმავლობაში ერთზე მეტჯერ აიღო. 

შეიძლება, ცენტრალური მცველების არადამაჯერებელი თამაში იმასაც დავაბრალოთ, რომ ისინი, უბრალოდ, გადაიღალნენ. ვალვერდე ამ დუეტს მიმდინარე სეზონში ძალიან ხშირად იყენებს და დასვენების საშუალებას იშვიათად აძლევს. პიკემ მიმდინარე სეზონში უკვე 38 შეხვედრა ჩაატარა, უმტიტიმ კი – 33 (ფრანგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტრავმირებული იყო). ორივემ ითამაშა ეროვნულ გუნდებთან ერთადაც, სანაკრებო პაუზის მიმდინარეობისას. 

“ბარსელონაში” ფიზიკური მომზადების დონე ძალიან მაღალია, ამიტომ ახერხებს ფეხბურთელთა უმეტესობა სტაბილურად თამაშს, მაგრამ დიდია იმის ალბათობა, რომ იმ ფეხბურთელმა, რომელიც იშვიათად ისვენებს, უფრო მეტი შეცდომა დაუშვას, ვიდრე დასვენებულმა, თანაც ისეთმა, რომელსაც დასამტკიცებელი ბევრი აქვს. დასვენებული მოთამაშეების ნაკლებობას კი “ბარსა” ნამდვილად არ განიცდის. ვალვერდეს დაცვის ცენტრის გადახალისების რამდენიმე ვარიანტი აქვს. მაგალითად, ტომას ვერმალენის სახით, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კერძოდ კი უმტიტის არყოფნის დროს თამაშობდა და საკმაოდ კარგადაც, მაგრამ შემდეგ მორიგი ტრავმა მიიღო და მას შემდეგ მინდორზე იშვიათად ვხედავთ. ასევე, იერი მინა, რომელსაც თამაშის პრაქტიკა თითქმის არ ეძლევა. ამ დუეტის ნდობა, ხანდახან ნამდვილად შეიძლება. 

არ დავივიწყოთ “ბარსა ბ”-ს ფეხბურთელებიც, რადგან “ბარსელონა”, ტრადიციულად, ახალგაზრდული გუნდის წევრებს დიდ ყურადღებას აქცევს. აქ არიან დავიდ კოსტასი, ხოსე ანტონიო ხილი, მარკ კუკურელია (რომელსაც ჟორდი ალბას და ლუკა დინის პოზიციაზე თამაშიც შეუძლია) და მარტინ ონგლა. 

ნაკლებად მოსალოდნელია, ვალვერდემ მომდევნო შეხვედრაში, “რომასთან” შემადგენლობის არჩევისას სერიოზული ცვლილება გააკეთოს, მაგრამ, საინტერესოა, გადახალისდება თუ არა ცენტრალური დაცვა ან ნებისმიერი სხვა პოზიცია ამ მატჩიდან რამდენიმე დღეში, “ლეგანესთან” შეხვედრაში, რომელიც “სევილიასთან” შედარებით, არც ისე მრისხანე მეტოქეა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • Unknow
    schedule 03 აპრ 2018, 22:20
    #10

    ლაპარაკობენ ვალვერდე ტოპ მწვრთნელიაო და ნახეთ რო მესის გარეშე ბარსა არაფერია sweat sweat

  • nika 54
    schedule 02 აპრ 2018, 10:57
    #9

    ყველაზე საკაიფო მომენტი იყო 2-0, ზე რო პირისპირ გავიდნენ და კარის ბადეს მოარტყეს გარედან მასპინძლებმა, ერთი კამერა ისეთი რაკურსით იღებდა რო მთელი სევილიის სათადარიგოები უკვე წამოიშალენ და ეს დარტყმაც გოლი ეგონათ, როგორ შეახტნენ ერთმანეთს მოვკვდი კინაღამ სიცილით.

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 01 აპრ 2018, 21:20
    #8

    კაროჩე ლეგანესი ვალენსია სელტა და კიდე ვიღაც არის მგონი და მერე რეალთან გვაქვს ჯახი და თუ რეალამდე დარჩენილი 3-4 თამაში მოვიგეთ ჩემპიონები ვართ

  • ravicierti
    schedule 01 აპრ 2018, 20:40
    #7

    მალე დაიწყოს ლიგა რაა :დდ წელს ყველაზე მეტად მინდა რო მოვიგოთ

  • dshvelidze
    schedule 01 აპრ 2018, 20:16
    #6

    დარჩენილი თამაშებიდან ერთი ლეგანესია დასამშვიდებელი.დანარჩენი ნახეთ ყველა სერიოზულია ასეა თუ ისე ,არა?

  • N1K0L0Z
    schedule 01 აპრ 2018, 19:57
    #5

    ეხლა ვუყურებ ჩელსი ტოტენჰემს და კიდე მეტად ვრწმუნდები რა მაგრად გაასწორებდა ერიქსენი ბარსას ნსხევარ დაცვაში.ტიპი უშეცდომოა თითქმის.პასები ზუსტი და მოედნის მაგარი ხედვა მაგრამ რაც ყველაზე მაგრად მევასება მაგის არის გასროლები შორიდან.ეხლაც მაგარი შეაგდო.ორივე ფეხით მაგრად ურტყავს ზუსტად

  • otika97
    schedule 01 აპრ 2018, 18:50
    #4

    Au gushin vinc uyuret tamashsss dZan mikvirs rato ariyenebs valverde denisss suaresss gushin RAC shemovida dzalian momewona hurts romigebs aribnevaa mainc rasgadaekida amgomeshss da Roberto gushinac gamochnda ro dacvashi moikojlebss romastan semedo un da dayenos da pikess dasvneba jirdeba gushinac etyobodaa ro isev tranva awuxebss da minass un da micess Shansi dembele kide arvi ampormacis barsashi dembeles adgili araaa rasac vuyureb ravi chemiazri esetiaa

  • messi and iniesta
    schedule 01 აპრ 2018, 18:35
    #3

    ბარსას ძირითად ყველა ფეხბურთელს დასვენება უნდათ ალავესთან უნდა გადაახალისოს

  • Don_Andresito
    schedule 01 აპრ 2018, 18:20
    #2

    კუკურელიას ფლანგზე თამაშიც შეუძლია კი არა ფლანგის მცველია. თორე ალბას პოზიციაზეც და კიდე სად? დაცვის ცენტრში? 1.65 ია ტიპი რაის დაცვის ცენტრი. ერთადერთი პოზიციაა მარცხენა დაცვა მაგის. ლეგანესთან აუცილებლად უნდა დაისვენონ. მინა თუ არ დააყენა დედის გლანდების საგინებელი იქნება ეს კაცი. გამოწოვა მთელი გუნდი და თუ ეგრე გააგრძლეა ლიგიდან მოგვისვრიან და თასსაც წავაგებთ. დენისს უნდა მიეცეს შანსი, ვერმა მინას დუეტი არაფერს გააფუჭებს. კუკურელია შეიყვანოს განაცხადში და ბოლო 15 წუთი მაინც ათამაშოს. დენისი კარგი ბიჭია და კარგად შემოვიდა გუშინ. სათამაშო დროს თუ მიცემენ პაულინიოსაც ჯობია და გომეშსაც. ნუ პაუ სხვა როლს ასრულებს მოედანზე მარა მაგის გაყვანით და დენისის შემოყვანით შემტევი პოტენციალი იზრდება გუნდის. კოუტინიოს კიდე ვინმემ შეახსენოს რო კარში ხშორად ურტყას თორე გაპიჟონდება. დარტყვმის გარეშე კიდე დიდი არაფერი არაა, ამხელა კოზირი გვაქვს მაგის გასროლებით და კარში აღარ ურტყამს. გაისწორებს დასარტყმელ პოზიციაზე და უცებ ალბას უკეთებს პასს რომელიც მერე აწვდის მცველს არტყამს და კუთხური. ცოტა მეტი აიღოს თავის თავზე კოუმ. 5 დარტყმიდან 1 მაინც გააქვს.

  • dshvelidze
    schedule 01 აპრ 2018, 18:17
    #1

    საასვენოს უბდა უმტოც და პიკეც. რობოტები ხომ არ არიან. დენისი რა კარგი იყო. იმსახურებს თამაშს ხშირად. არ ვიცი რა, ვალომ უნდა იფიქროს ცოტა დროზე.