მადრიდის “რეალის” მარჯვენა მცველი დანი კარვახალი ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შესახებ საუბრობს და იმასაც აცხადებს, რომ “ბარსელონას” მიერ “ჩელსის” დამარცხების შემდეგ, ჟორდი ალბას გამარჯვება მიულოცა.
“მირჩევნია, “ბარსელონას” ჯერ არ შევხვდეთ. უმჯობესია, თუ ესპანური გუნდი უფრო გვიან ეტაპზე დაგვიპირისპირდება. მინდა, “ბარსას” ფინალში შევხვდეთ.
“ბარსელონაში” მეგობრები მყავს. არ შემეშინდება ვაღიარო, რომ ჟორდი ალბას დავურეკე და “ჩელსისთან” გამარჯვება მივულოცე.
თუ წელს ლიგას “ბარსელონა” მოიგებს, მეწყინება, მაგრამ ესაა ფეხბურთის სილამაზე.” – აცხადებს კარვახალი.
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის წილისყრა დღეს, 15:00 საათზე გაიმართება. მისი პირდაპირ ეთერში ხილვა სილქ სპორტ ერთზე და ჩვენს საიტზე შეგეძლებათ.
ეგრე უნდა იყოს აბა რა. მოწინააღმდეგეები ვართ, მოსისხლე მტრები ხომ არა
კარვახალი და ალბას უეჭველი ძირითადის ფეხბურთელები არიან ესპანეთში
რაღაც ხარვეზები აქვს კარვახალს მაგრამ ბინძური იგროკი არაა ჩემი აზრით როგოც რეალის ზოგიერთი მოთამაშე ეს საქციელიც საპატივსაცემოა ფეხბურთი სპორტია რომელიც 90 წუთი და არა მტრობა.
2 გიჟი კრაინი
ჯიგარი ხარ <3