“ბარსელონასა” და “ჩელსის” ყოფილმა მცველმა, ჟულიანო ბელეტიმ “კამპ ნოუზე” დღეს გასამთ შეხვედრასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირა.
“პირველი შეხვედრა ტოპ-დონის თამაში გამოდგა, რომელშიც მონაწილეობდნენ გამოჩენილი მოთამაშეები ორივე მხრიდან. “ბარსელონასთვის” პირველი მატჩი წარმატებული იყო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ “ჩელსის” “კამპ ნოუზე” მათი გაოცება შეუძლია, ვინაიდან მათ ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავთ, ისევე როგორც “ბარსელონას”, ასე რომ ეს ნამდვილად კიდევ ერთი გამორჩეული თამაში იქნება.
რა თქმა უნდა, “ჩელსის” აქვს შანსი, მაგრამ “ბარსელონას” დიდი პატივი უნდა ვცეთ, რადგან მათაც კარგი გუნდი ჰყავთ, ასე რომ ამ მატჩში ფავორიტი არ არსებობს. ეს უბრალოდ შესანიშნავი შესაძლებლობაა, რათა დიდებულ მატჩს უყურო.” – განაცხადა ბელეტიმ.
magari matci iqneba orives eqneba bevrii momenti da vnc gamooiyeneebs is moigebs
ბოლო წლებში კლასიკოშიც არის ფავორიტი ბარსა. 🙂
ნისტრაკუი ბელეტი რა. ბარსელონა ყველა შეხვედრაში ფავორიტია კლასიკოს გარდა