workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” მიმდინარე სეზონში 100 გოლი დაუგროვდა

“ბარსელონას” მიმდინარე სეზონში 100 გოლი დაუგროვდა

“ატლეტიკოს” კარში გატანილი ერთადერთი გოლი, რომელიც “ბარსელონასთვის” გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა, მიმდინარე სეზონში კლუბისთვის მე-100 იყო. აქედან 10 კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგის მატჩებში გაიტანეს, 19 კოპა დელ რეიზე, დანარჩენი კი – პრიმერა დივიზიონში. 

გოლების 50%-ზე მეტი ორმა ფეხბურთელმა გაიტანა: ლიონელ მესიმ და ლუის სუარესმა, რომლებიც ლა ლიგის ბომბარდირთა დავასაც ლიდერობენ. არგენტინელის ანგარიშზე 32 გოლია, ურუგვაელის კი 23. გოლების დარჩენილი ნაწილი შემდეგმა ფეხბურთელებმა გაიტანეს: პაულინიო (8), პაკო ალკასერი (5), რაკიტიჩი (4), ჟორდი ალბა, პიკე, ხოსე არნაისი, დენის სუარესი (3), კოუტინიო, დეულოფეუ, ალეიშ ვიდალი (2), ბუსკეტსი, დინი, ინიესტა, სერჟი რობერტო (1), ამასთან ერთად “ბარსას” სასარგებლოდ 6 ავტოგოლი გავიდა. 

მიმდინარე სეზონში კატალონიელებს კიდევ, სულ მცირე, 13 თამაში აქვთ ჩასატარებელი და ეს რიცხვიც, რა თქმა უნდა, გაიზრდება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Davit..
    schedule 05 მარ 2018, 15:32
    #4

    პლიუს ამას ყველაზე ნაკლები გაშვებული

  • Magician
    schedule 05 მარ 2018, 01:37
    #3

    მშვენიერი <3

  • messi and iniesta
    schedule 05 მარ 2018, 01:02
    #2

    ყველაზე ბევრი მან.სიტიმ გაიტანა

  • Sergio5
    schedule 04 მარ 2018, 23:21
    #1

    შეფასებებს ველოდები, მაინტერესებს გომეშს რამდენს დაუწერენ