მოგეხსენებათ, რომ “ბარსელონას” ურუგვაელმა ფორვარდმა, ლუის სუარესმა “ჟირონასთან” გამართულ დერბიში ჰეთ-თრიქი შეასრულა და თავისი 144-ე გოლი გაიტანა კატალონიელთა მაისურით.
ალბათ იცით, რომ მიმდინარე სეზონში ურუგვაელმა შემტევმა “ბარსელონაში” გატანილი გოლების რაოდენობით სამუელ ეტო’ოს გაასწრო და მე-7 პოზიციაზე გადავიდა, ამის შემდეგ დიდი ხანი არ დასჭირვებია პაულინიო ალკანტარას უკან ჩამოსატოვებლად.
“ლურჯ-ბროწეულისფერთა” ფილიპინელ ლეგენდას კატალონიურ გრანდში 143 ოფიციალური გოლი აქვს გატანილი, ლუის სუარესმა კი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, დღეს თავისი 144-ე გაიტანა და პაულინიო ჩამოიტოვა.
თუ არაოფიციალურ გოლებს გავითვალისწინებთ, აქ უკვე პაულინიო ალკანტარა 31 წლის ურუგვაელს ბევრად ჯაბნის, ფილიპინელის ანგარიშზე 369 გოლია, ხოლო სუარესის აქტივში მხოლოდ 151-ია.
ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების მიხედვით “ბარსელონას” ყველა დროის ბომბარდირთა სია ასე გამოიყურება: ლეო მესი (537), სეზარი (232), ლასლო კუბალა (194), ხოსეპ სამიტიერი (184), ხოსეპ ესკოლა (167), ლუის სუარესი (144).




შემდეგ სეზონში გადავა მესამეზე თავისუფლად თუ ესე გააგრძელა
გუშინ რეალში ბეილმაც ბენზემამაც და რონალდუმაც გაიტანეს და თურმე ეს პირველი შემთხვევა ყოფილა როცა სამივემ გაიტანა ერთ თამაშში….
მეც არ გამიკვირდა ბენზემას რო დაარტყმევინეს პენალი თამაშის ბოლოს, რონალდუმ ალბათ დაიხია ყველაფერი.
ორი სეზონი და ეგაა
კიდე 80 ზე მეტი გოლი უნდა და 2 სეზონში მოასწრებს თუ არ დაჩლახდა ასაკში რო შევა. ან თუ ვინმე არ იყიდა ბარსამ
ამ სეზონში 15-20 გოლს კიდე დაამატებს ჯეკიტო 😀 და შემდეგ სეზონში… მოკლედ ვფიქრობ ლუის სუარესი იქნება მესის შემდეგ ისტორიაში მეორე მეგოლე. დიდი სურვილი მაქ ასე მოხდეს ყოველშემთხვევაში, ფაქტია რომ ერთი სეზონი და მესამე მეგოლე გახდება
ორი სეზონი და ეგაა
კიდე 80 ზე მეტი გოლი უნდა და 2 სეზონში მოასწრებს თუ არ დაჩლახდა ასაკში რო შევა. ან თუ ვინმე არ იყიდა ბარსამ
ჯეკა ძალიან მაგარია, სასწაულ ფორმაშია
ორი სეზონი და ეგაა