მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდერ ერერა: დანი ოლმო მსოფლიოში საუკეთესოა ხაზებს შორის თამაშში

ანდერ ერერა: დანი ოლმო მსოფლიოში საუკეთესოა ხაზებს შორის თამაშში

მოკლედ
ანდერ ერერამ დანი ოლმო მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა მეტოქის ნახევარდაცვასა და დაცვას შორის სივრცეებში თამაშის მხრივ. ესპანელმა ნახევარმცველმა განსაკუთრებული ყურადღება "ბარსელონას" ფეხბურთელის ინტელექტსა და მეტოქეებთან ფიზიკური კონტაქტის თავიდან არიდების უნარს დაუთმო.

“ბარსელონას” ნახევარმცველი დანი ოლმო ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებას უახლოვდება. 28 წლის ფეხბურთელი მარცხენა ბარძაყის მომზიდველი კუნთის დაზიანებისგან გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპზეა და, სავარაუდოდ, 22 ნოემბერს, “ვილიარეალთან” მატჩისთვის მზად იქნება.

ოლმომ სანაკრებო პაუზის დროს ესპანეთის ნაკრების შეხვედრები გამოტოვა, თუმცა უკვე დაუბრუნდა გუნდთან ერთად ვარჯიშს. მისი დაბრუნება მნიშვნელოვანი გაძლიერება იქნება ჰანსი ფლიკისთვის.

ამასობაში, დანი ოლმომ განსაკუთრებული შეფასება დაიმსახურა ანდერ ერერასგან. ესპანელმა ნახევარმცველმა რიო ფერდინანდის პოდკასტში, “Rio Ferdinand Presents”, “ბარსელონას” ფეხბურთელის უნიკალურ სათამაშო თვისებებზე ისაუბრა.

“ჩემთვის დანი ოლმო მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია ხაზებს შორის თამაშში. მისი პოზიციის შერჩევა და შემობრუნების უნარი გამორჩეულია. მას ფიზიკური კონტაქტი არ სჭირდება.

მახსოვს, “მანჩესტერ იუნაიტედის” აკადემიაში ბავშვებთან და ისეთ მწვრთნელებთან საუბრისას, როგორიც ნიკი ბატია, ხშირად განიხილავდნენ ფიზიკური კონტაქტისა და ორთაბრძოლების მოგების მნიშვნელობას. თუმცა, ზოგჯერ, თუ საკმარისად ჭკვიანი ხარ, ფიზიკური კონტაქტი საერთოდ არ გჭირდება.

ყველას, ვინც ამ საუბარს უყურებს, ვურჩევ, დანი ოლმოს თამაშის საუკეთესო მომენტები ნახოს. მას მეტოქესთან შეხება არ სჭირდება.

ზოგჯერ ფიზიკური კონტაქტი აუცილებელია მცველებისთვის ან საჯარიმოში, მაგრამ თუ თამაშს კარგად აკონტროლებ და სხეულის სწორად გამოყენება იცი, ამის აუცილებლობა აღარ არსებობს”, – განაცხადა ერერამ.

ოლმო ბოლო ერთი თვის განმავლობაში კუნთის ტრავმის გამო ვერ თამაშობდა. ახლა კი ესპანელი ფეხბურთელი სათამაშო ფორმის აღდგენაზე მუშაობს და, თუ ახალი პრობლემა არ შეექმნა, “ვილიარეალთან” მატჩში ჰანსი ფლიკის განკარგულებაში იქნება.

“ბარსელონა” “ვილიარეალს” 22 ნოემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” უმასპინძლებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი