“რეალ მადრიდის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად “ლევერკუზენის” მცველმა ლუკას ვასკესმა “ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავი ლამინ იამალი განსაკუთრებულად შეაქო.
ესპანელმა ფეხბურთელმა Cadena SER-ის გადაცემა “El Larguero”-ში 19 წლის იამალის ნიჭსა და მის ასაკში მიღწეულ დონეზე ისაუბრა.
“ვფიქრობ, ლამინი ისეთი მოვლენაა, როგორიც აქამდე არ გვინახავს. ასეთი მასშტაბის ნიჭის მქონე ფეხბურთელი, რომელიც ამ ასაკში უკვე ასეთი მნიშვნელოვანია, ყოველ შემთხვევაში, მე არასდროს მინახავს. წარსულშიც გვყოლია ფეხბურთელები, რომლებიც “ოქროს ბურთისთვის” იბრძოდნენ, მაგრამ ლამინი უკვე ძალიან დიდი ვარსკვლავის სტატუსით სარგებლობს.”
ვასკესმა ეს შეფასება მას შემდეგ გააკეთა, რაც წამყვანმა საუბარში კილიან მბაპესა და ლამინ იამალის შესანიშნავი ფორმა ახსენა.
“რეალ მადრიდის” ყოფილმა მცველმა ყურადღება იმ გარემოებაზეც გაამახვილა, რომ ესპანეთის ნაკრებს წარსულში არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი ჰყოლია, თუმცა იამალის ასაკში ასეთი მაღალი სტატუსის მიღწევა განსაკუთრებულ მოვლენად მიაჩნია.




forum კომენტარები (0)