ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა გადაწყვიტა, “ესპანიოლის” მიმართ გაკეთებული კომენტარისთვის, ჟერარ პიკე არ დასაჯოს, მაგრამ კატალონიელი ფეხბურთელის კრიტიკის ობიექტი მაინც გახდა.
“გაკეთებული კომენტარი იყო უტაქტო, უდროო და შეუსაბამო. ეს იყო წინდაუხედავი ნაბიჯი, რაც სპორტის, როგორც სოციალური კონფრონტაციის სივრცედ ქცევას უწყობს ხელს.
მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა სიმართლეს, გაკეთებული კომენტარი შეიცავს კონფრონტაციის ელემენტებს, რაც დასტურდება “ესპანიოლის”, კორნელიას მერიისა და ლა ლიგის წარმომადგენლების მიერ.” – ავრცელებს ფედერაციის განცხადებას Marca.
იმავე წყაროს ინფორმაციით, ფედერაციამ, ასეთი განცხადების მიუხედავად, ჟერარ პიკეს დასჯაზე უარი თქვა. ამის მიზეზი ისაა, რომ გაკეთებული კომენტარი ფეხბურთელის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოაქცია.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “ესპანიოლის” შეხვედრის შემდეგ, პიკემ მეტოქე გუნდი მოიხსენია, როგორც “ესპანიოლი” კორნელიადან”. საქმე ისაა, რომ კორნელია ქალაქ ბარსელონასთან მდებარე პატარა დასახლებაა, “ესპანიოლის” საშინაო არენას კი “კორნელია ელ პრატი” ჰქვია. პიკემ განაცხადა, რომ ის სტადიონს გულისხმობდა გაკეთებულ კომენტარს არ ნანობს.
რა შეუტყნეს პიკეს
Miecit 2 matchiani iqneb moishushos tramva