მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლინეკერი: როცა მესი მოედანზეა, “ბარსელონა” 13 ფეხბურთელით თამაშობს

ლინეკერი: როცა მესი მოედანზეა, “ბარსელონა” 13 ფეხბურთელით თამაშობს

“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, გარი ლინეკერმა, რომელსაც “ბლაუგრანას” გარდა კიდევ რამდენიმე კლუბში აქვს ნათამაშები, განაცხადა, რომ კატალონიურ გრანდს განსაკუთრებით გულშემატკივრობს და მისი შვილებიც ამ გუნდის ქომაგებად აღზარდა.

“ჩემი ოთხი შვილი “ბარსას” გულშემატკივარია, ისევე როგორც მე. ეს გუნდი ყოველთვის საუკეთესო იყო. განსაკუთრებით მაშინ, როცა აქ თამაშობდნენ რონალდინიო, ჩავი და ახლა, როცა კლუბის წევრები ინიესტა და მესი არიან.

მესი სხვა პლანეტიდანაა. მას კარიერაში უამრავი ისეთი რამ აქვს გაკეთებული, რაც მე ვერ შევძელი. თუ ვინმე იტყვის, რომ მარადონა მასზე უკეთესი ფეხბურთელი იყო და ამის მიზეზად მოგებულ მსოფლიო ჩემპიონატს დაასახელებს, მე ვუპასუხებ, რომ მესის 4 ჩემპიონთა თასი აქვს. როცა არგენტინელი მოედანზეა, “ბარსელონა” თითქოს 13 ფეხბურთელით თამაშობს”. – თქვა ლინეკერმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 08 თებ 2018, 14:21

    ციტატა: jack slater
    მაგარი ტიპია გარი.
    ამის ინტერვიუ მაქ წაკითხული რამდენიმე წლის წინათ ,სტადიონზე ჩანაჯვამი აქ ტიპს.90 ის მსოფლიოზე თუ არ ვცდები. frowning flushed laughing

    ლინეკერი იყო 1986 წელს მექსიკაში, მარადონას ორ გოლს(ერთი ხელით) გატანილს რო უპასუხა, მაშინ ოქროს ბურთის გათამაშებაში პირველობა ოლეგ ბილანოვს დაუთმო, 1990-შიც იყო იტალიაში ხელშეხვეული თამაშობდა, ხელის მტევანი ქონდა გატეხილი და დიდი ხვეწნის მერე დართო ფიფამ უფლება ესე ეთამაშა, სულ მსოფლიოზე 10 გოლი აქვს გატანილი.

  • Guro messi
    schedule 07 თებ 2018, 23:07

    მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.მსოფლიოსაც დადებს წელს და ამაში აღარავის შეეპარება ეჭვი.მეექვსე ოქროს ბურთსაც რომ ჩაახუტებენ.

  • davidus2020
    schedule 07 თებ 2018, 22:48

    ლინიკერი მაგარი ფეხბურთელიც იყო ,ბარსას მაგარი ქომაგია,ასპროცენტიანს ამბობს!

  • kortoxa23
    schedule 07 თებ 2018, 21:59

    ლინეკერი და სტოიჩკოვი ბარსას თავგადაკრული ფანები არიან, მესსის ისეთი რამეები აქ გაკეთებული რაც მე არ გამიკეთებიაო smile მგონი წამოცდა stuck_out_tongue_winking_eye

  • Cou7
    schedule 07 თებ 2018, 21:35

    გარი შე მაგარო კაცო

  • Johan Cruyff 14
    schedule 07 თებ 2018, 20:43

    გარი მაგარი კაცია ტიპმა რამდენი იგრა ითამაშა და ყვითელი ბარათიც არ მიუღია.

  • messi and iniesta
    schedule 07 თებ 2018, 20:20

    მემბონი 22 კაცი არა