გვარდიოლა კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს

გვარდიოლა კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს

”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა გეგმავს, რომ კონტრაქტის საკითხი აპრილის თვეში მოაგვაროს.

იმ დროს, როცა კლუბის ხელმძღვანელობა აპირებს წამყვან ფეხბურთელებთან კონტრაქტების გაგრძელებას, გუნდის მთავარი მწვრთნელი თავისი კონტრაქტის განხილვას 2011 წლის აპრილამდე არ გეგმავს. მთლიანად მობილიზირებული თავისი ფეხბურთელების თამაშზე, მწვრთნელი სიმშვიდეს ინარჩუნებს. ზუსტად აპრილი გახდება ის თვე, როცა გვარდიოლა დაიწყებს კლუბთან კონტრაქტზე საუბარს, ეს დამოკიდებული იქნება გუნდის შედეგებზე.

გვარდიოლას ასევე აინტერესებს, თუ როგორ წარმართავს კლუბს სანდრო როსელი, რათა სამომავლო გეგმები დაააწყოს. როსელის გუნდთან ცუდ ურთიერთობაზე საუბარი არ შეიძლება, თუმცა ჩიგრინსკის ტრანსფერი და კრუიფთან მომხდარი ინციდენტი სრულ იდილიას არ იწვევს.
(თუ კიდე იქნება გვარდიოლას ლანძღვა ამ სტატიაში, უბრალოდ წავშლი მთელ სტატიას, სულ რო არ მქონდეს უფლება და მიმაბრძანონ ამ საიტიდან, ცოტა დაფასება ისწავლეთ ხალხო!.. რედ.–Tokagamer) 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.