“ბარსელონას” ახალწვეულმა, ფილიპე კოუტინიომ თავის ლეგენდარულ თანამემამულე რონალდინიოზე ისაუბრა. მას აქამდეც არაერთხელ უთქვამს, რომ “ბლაუგრანას” ყოფილი მოთამაშე მისთვის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია.
“რონალდინიო ჩემთვის გმირია, ისევე როგორც უამრავი ადამიანისთვის, განსაკუთრებით “ბარსას” გულშემატკივრებისთვის. მან აქ საკუთარი ეპოქა შექმნა. მიჭირს, ჩემი თავი გმირს შევადარო, მაგრამ შესანიშნავი იქნება თუ მოვახერხებ იმას, რომ მისი წარმატებების მცირე ნაწილი მაინც გავიმეორო. ვიცი, რომ ამისთვის შრომა მომიწევს, მაგრამ სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ და მიზნის მისაღწევად თავს არ დავზოგავ”.
ექს-ლივერპულელს თავად რონალდინიო გამოეხმაურა და მას წარმატებები უსურვა.
“ეცადე, შენი თამაშით ხალხი გააბედნიერო, ისინი ამისთვის დაგაფასებენ. საკუთარი თავით სიამოვნება მიიღე და დანარჩენი თავისით მოვა. ყველა შენი მიზნის მიღწევას გისურვებ”.




ასეთივე კარიერას გისურვებ
Gauchom shemayvara mec fexburti magram mecineba prosta mastebi aqamde bartumeus aginebdnenn da exa tkbilad ixseneben arviciii sityvebs ver agogwert ras vgrdznob amazeee
პირველი ფეხბურთელია კოუტინიო ბარსელონაში,რომელიც საუკეთესოდ მესის არ მოიხსენიებს :დ
:დდ არა კოუტინიოსი უფრო მჯერა მე
კოუტინიო კარგია,მაგრამ მასზე დიდ წარმატებას დემბელე მიაღწევს.
პირველი ფეხბურთელია კოუტინიო ბარსელონაში,რომელიც საუკეთესოდ მესის არ მოიხსენიებს :დ
კოუს მაგარი იმედი მაქვს, ღმერთით გაამართლებს მასე გაცემულ ავანსებს!!
კოუტინიო ბარსას მომავალი ლეეგენდა