მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის სუარესი დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

ლუის სუარესი დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

ლუის სუარესი ლა ლიგის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. “ბარსელონას” ურუგვაელმა თავდამსხმელმა, რომელსაც დღეს 31 წელი შეუსრულდა, დეკემბერში 4 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. მათ შორის იყო გოლი “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ “ელ კლასიკოში”, ასევე გოლები “დეპორტივოს”, “ვილიარეალის” და “სელტას” კარში.

 “ელ პისტოლერო”, ბოლო დროს, საკმაოდ კარგ ფორმაშია და 2018 წელსაც მის ანგარიშზე უკვე არის 2 გოლი და 1 ასისტი. მიმდინარე სეზონში, სუარესი “ბარსას” პირველი ფეხბურთელია, რომელიც თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

სუარესი ჯილდოს 28 იანვარს, “ალავესთან” მატჩის წინ მიიღებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • Lasha71
    schedule 24 იან 2018, 21:15

    არადა მესი იყო უკეთესი

    bowtie bowtie bowtie

  • SHOTAMESSI10
    schedule 24 იან 2018, 17:50

    მგელო heart_eyes

  • messi and iniesta
    schedule 24 იან 2018, 16:52

    იმედია წლის საუკეთესოც იქნები