იუპ ჰაინკესი: დემბელეს ტრანსფერზე უარს ფეხბურთელის ქცევის გამო ვიტყოდი

იუპ ჰაინკესი: დემბელეს ტრანსფერზე უარს ფეხბურთელის ქცევის გამო ვიტყოდი

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი აცხადებს, რომ ის უსმან დემბელეს ტრანსფერზე უარს ფეხბურთელის ქცევის გამო იტყოდა.

დემბელემ, გაიგო რა, რომ “დორტმუნდი” მის “ბარსელონაში” გაშვებაზე უარს ამბობდა, ვარჯიშზე უარი განაცხადა და გერმანული კლუბის წარმომადგენლებს არც კი ეკონტაქტებოდა. საბოლოოდ, მან მიზანს მიაღწია და დორტმუნდელებმა ახალგაზრდა ფრანგი შემტევი “ბარსელონაში” გაუშვეს.

მსგავსი სიტუაცია იყო შექმნილი პიერ-ემერიკ ობამეიანგის შემთხვევაშიც, მაგრამ 28 წლის გაბონელი შემტევი, საბოლოოდ “დორტმუნდში” დარჩა.

“სიტუაცია, რომელიც დემბელემ და ობამეიანგმა შექმნეს, კრიტიკულად უნდა შევაფასოთ. მათი საქციელი პროფესიონალურ ფეხბურთში მიუღებელია.

ეს არასწორია. ფეხბურთში ასეთი ფაქტები ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ ახლა ამან უპრეცედენტო მასშტაბი შეიძინა.

მათ ვაკრიტიკებ, რადგან დღეს ფეხბურთელები ზედმეტად პრივილეგირებულები არიან. ეს ჩვენ კოუტინიოს ტრანსფერის მაგალითზეც ვნახეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი შედარებით დახვეწილად მოხდა.

ეთიკა და მორალი ჩვენი მუშაობის შემადგენელი ნაწილია და ჩვენ მათ უნდა მივსდიოთ. კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რამდენად ძნელია ჩვეულებრივი ადამიანებისთვის იმ თანხების გამომუშავება, რომელსაც ფეხბურთელი თვის განმავლობაში იღებს.

კლუბებს, რომლებიც ასეთ ფეხბურთელებს ყიდულობდნენ, უნდა ესმოდეთ, რომ ისინი ასე მოქცევას ახალ გუნდშიც განაგრძობენ.

არ მინდა, მეგობრობაზე ვისაუბრო, მაგრამ ფეხბურთი სპორტის გუნდური სახეობაა და არ შეიძლება პირადი მიზნები გქონდეს. კლუბები 2-ჯერ უნდა დაფიქრდნენ, სანამ ისინი ასეთ ფეხბურთელებს შეიძენენ. პირადად მე, ასეთ ტრანსფერზე უარს ვიტყოდი.

“ბაიერნში” მსგავსი შემთხვევა შეუძლებელია. ფეხბურთელებს უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს არასწორია.” – ციტირებს ჰაინკესის სიტყვებს ESPN.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • nika 54
    21 იან 2018, 11:29

    თუ ასეთი პრინციპული ხარ, რიბერი რო შეცვალე და გინებით გამოვიდა წინა კვირას, რას შეუძვერი და დაუწყე მოფერება? რატო ნახუი არ გაუშვი?

  • Xuco
    20 იან 2018, 22:54

    ციტატა: Messiah
    იდი ნახუი ყ.ეო ;დ ლევანდივსკი და ჰუმელსები რი გახიკეთ და დემბელე დაგახიათ ბარსამ მაგას ვერ ინელებთ სირებო ;დ ეხლა ზაფხულში მარტო თქვენს ჯინზე იყიდოს ბარსამ გრიზმანი გამისწორდება რო იყოთ ეგრე გორეცკების და ტოლისოების იმედზე და ბუნდეს ჩემპიონობუს იქით არ გაიხედოთ

    ნახევარი არა მთლიანი დორტმუნდი იყიდეს sweat_smile sweat_smile

    ვაახ, რას არ წაიკითხავ

  • Johan Cruyff 14
    20 იან 2018, 20:59

    კაი რააა ბაბუ დორტმუნდში ან ლივერპულში რატო უნდა დარჩენილიყვნენნ პროსტა იბაზრე რატო? როცა ბარსელობა გეპატიჟება

  • messi-neymar
    20 იან 2018, 19:57

    ვეთანხმ3ბი მაგრამ ზოგჯერ კლუბებიც არ იქცევიან სწორად რომ ცდილობენ ძალით შეინარჩუნონ ფეხბურთელი. თუ გადასვლა უნდა მოთამაშეს უნდა გაუშვან და აღარ იქნება მსგავსი პრობლემა.თან მითუმეტეს მსგავსი შემთხვევის დროს ადრე თუ გვიან მაინც გადავა ფეხბურთელი იქ სადაც უნდა მაგალითად კოუტინიოს შემთხვევაში

  • Don_Andresito
    20 იან 2018, 18:19

    ბაიერნში იმიტოა მსგავსი შეუძლებელი რო ფულს არ იხდით და უფასოდ გინდათ ყველა. დემბელეც ეგრე გინდოდათ კონტრაქტის ამოწურვის მერე დაგეთრიათ და მაგიტო ამძ..დით მთელი ბაიერნი. რომელ ეთიკაზე და მორალზე ლაპარაკობ რაც დორტმუნდს გაუკეთეთ სად იყო მორალი. უნამუსო ბებერო კუანა არა შენ უნდა იყო პრივილეგირებული და ფეხბურთელი მონა. ტიტულს ფეხბურთელი იგებს და იმის პოზიციას პატივი უნდა სცეს ყველამ. და არა შენნაირი დენიკინის დროინდელი მწვრთნელი

  • kaxikaxi
    20 იან 2018, 15:29

    შენი ნუ გავიწყდება,დორტმუნდი ერთ ერთი იყო ვინც ცდილობდა კონკურენცია გაეწია და სანამ არ დაშალეთ არ გაჩერდით.გეყო რა შე პენსიონერო,წადი ჩაი დალიე wink

    ციტატა: Wtf man
    აეწვა ბაიერნს თავის გუნდში უნდოდათ გადაყვანა კაპიკებში მაგრამ არ გამოუვიდათ და წერენ სისულელეებს


    კი ნამდვილად მასეა და კოუტინიოზე რაღა უნდა…მოკლედ შურით სკდებიან ბარსაზე,ეგაა სიმართლე!

  • LORD VOLDERMORT
    20 იან 2018, 14:01

    თქვენი ხამი და უმადური დედა რომ … ყველა კატალონიელმა :დ :დ ტიპებმა ბუნდესლიგაში საკაიფო იგროკი არ დატოვეს თავისთან რომ არ წაეყვანათ და შესცეს დემბლეს, ჯერ რა ნამუსით ამბობთ დორტმუნდზე რამეს, 3 ისეთი იგროკი წაართვით დორტმუნდს რითაც სუნთქავდა და არსებობდა, კიდევ კარგი როისი ასე ტრანვიანობს თორემ ეს ბოზები იმასაც აახევდნენ. აეწვათ ჯიგრებს რომ არ წავიდა ბაიერნში, იმიტომაცაა ბუნდესლიგა ასეთი … ჩემპიონატი რომ ყველა საკაიფო იგროს გერმანიაში ბაიერნი ყიდულობს, არააქვს მნიშვნელობა გერმანელი არის თუ არა, ამათი ბედი.. კიდე, ბეშიქთაშ ხვდებიან :დ

  • MessiAbuTidze4848
    20 იან 2018, 13:25

    ნეტა *იგ არ გქონდეთ ამ ბაიერნის ხელმძღვანნელობას , ნახევარი დორტმუნდი იყისეთ და ერთი 19 წლის ღლაპს აკრიტიკებთ როცა თვითონ უარესს შვებით ? ამათ უბრალოდ ის არ მომწონთ რომ დემბელე ბარსელონაში წავიდა და არა ბაიერნში როგორც ჩანს