ტექნიკური ინფორმაცია მატჩზე: ლა ლიგა 37–ე ტური, შაბათი, 2010 წლის 8 მაისი, 23 საათი (თბილისის დროით)
სტადიონი: “რამონ სანჩეს პისხუანი”
მთავარი მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალენკო
დამხმარეები: ფემინ მარტინეს იბანიესი, ხუან კარლოს იესტე ხიმენასი
მეოთხე არბიტრი: ხულიო ფემინ ლეო ოლიო
სატურნირო მდგომარეობა: მე–4 ადგილი, 60 ქულა
ბურთების შეფარდება: 60 – 44
გუნდმა წინა სეზონი შესანიშნავად ჩაატარა, მოხვდა ჩემპიონთა ლიგაზე, მთავარი მწვრთნელის აზრით გუნდს შეეძლო ჩემპიონობისათვის შეცილებოდა “ბარსელონას”. გუნდმა რამდენიმე კარგი ფეხბურთელი შეიძინა, მაგრამ მაინც ვერ ნახა დანიელ ალვესის ღირსეული შემცველელი. ბრაზილიელის წასვლის შემდეგ “სევილიას” მაჯრვენა ფლანგი საგრძნობლად შესუსტდა. წელს გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო, ექსპერრტები “სევილიას” ჩემპიონობისათვის ბრძოლაში ჩართვასაც წინასწარმეტყველებდნენ. ეს განცხადებები მას შემდეგ გაისმა, რაც “სევილია” საკუთარ სტადიონზე “რეალს” სძლია 2:1. მაგრამ ამის შემდეგ ყველაფერი უკან უკან წავიდა. გუნდმა ლა ლიგის ერრთ–ერთ ალუტცაიდერთან, “ხერესთან” დაკარგა ქულები. გუნდი ამჟამად მე–4 პოზიციას იკავებს, მას ფეხ და ფეხ მისდევს “მალიორკა”. “სევილია” ჩემპიონთა ლიგის საგზურისათვის იბრძვის.
მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები
“სევილიას” ძლიერი მხარე არის ნახევარდაცვა. მათ ყავთ ისეთი ფეხბურთელები ნახევარდაცვაში როგორებიცაა: ზოკორა და რომარიკი. ისინი ტანმაღალი მებრძოლი ფეხბურთელები არიან, უყვართ გუნდური და ლამაზი თამაში. “სევილიას” აქვს კიდევ ერთი ძალიან ძლიერი მხარე, ესენი არიან შემტევი ნახემცველები. ხესუს ნავასი ფეხბურთელი, რომლის გარეშეც “სევილია” ბევრს არაფერს წარმოადგენს. მას აქვს სისწრაფე, დრიბლინგი და აქვს საოცარი გოლის ალღო, რაც მან “რეალთან” თამაშის დროსაც დაამტკიცა “სანჩეს პისხუანზე”. ძლიერია “სევილია” მეკარის მხრრივაც. პალოპი ძალიან კარგი მეკარეა, სათასო დაპირისპირების დროს, როდესაც “სევილიამ” “ბარსა” გამოთიშა ასპარეზობას, უდიდესი წვრილი სწორედ ამ ფეხბურთელს მიუძღვის. პალოპმა სასწაულები მოახდინა.
გუნდის ერთ–ერთი სუსსტი წერტილი არის დაცვა. წლევანდელ სეზონში ხშირი იყო მცველების ტრავმები, ამიტომაც დაცვა არასტაბილურად და არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. შეიძლება ითვას მცველებმა ერთმანეთთან შეწყობაც კი ვერ მოახერხეს ტრავმებისდა გამო.
გუნდის ყველა ტრანსფერი ზამთრის პერიოდში
მოვიდნენ: კალა (სევილიის მეორე გუნდიდან), სტანკიავიჩუსი (პალერმო), კარენო (სევილიის მეორე გუნდიდან)
წავიდნენ: ჩევანტონი (ატალანტა), ლოლო (მალაგა), კონე (ჰანოვერი)
გუნდების ახალი ამბები
სევილია: მთავარი სიახლე გახლავთ ის, რომ ლუის ფაბიანომ ტრავმა მოიშუშა.
ცოტა ხნის წინ “სევილია” შეუთანხმდა “სენტეტიენს” 23 წლის უსამა დაბოს გადაბირებასთან დაკავშირებით.
სევილიამ ახალი ფორმა წარადგინა ესპანეთის თასის ფინალისათვის. გერბის ზევით 4 ვარსკვლავი ახატია, რომელიც 4 თასის მოგებას აღნიშნავას.
ბარსელონა: პრობლემა აქვს ხერარდ პიკეს. მისი თამაში კითხვისნიშნის ქვეშაა. ყველაფერი ბოლო წუთბში გადაწყდება.
ტრავმირებულნი:
სევილია: სანჩესი, დრაგუტინოვიჩი, პეროტი
ბარსელონა: ინიესტა, პიკე (?)
მეტოქის სტატისტიკა: სახლში: 10 გამარჯვება, 6 ფრე, 2 მარცხი
გასვლაზე: 8 გამარჯვება, 0 ფრე, 10 მარცხი
“სევილიას” ბოლო ხუთი თამაში:
“ვალიადოლიდი” 2–1 “სევილია
“სევილია” 3–0 “სპორტინგი”
“ხეტაფე” 4–3 “სევილია”
“სევილია” 3–1″ატელტიკო”
“რასინგი” 1–5 “სევილია”
ბოლო ხუთი თამაში “ბარსელონასთან” სანჩეს პისხუანზე”:
2004/05: “სევილია” 0–4 “ბარსელონა
2005/06 “სევილია” 3–2 “ბარსელონა
2006/07 “სევილია” 2–1 “ბარსელონა
2007/08 “სევილია” 1–1 “ბარსელონა
2008/09 “სევილია” 0–3 “ბარსელონა
ორივე გუნდის განაცხადი:
სევილია: პალოპი, ჩავი ვარასი, ესკუდე, ფასიო, სკილაჩი, კონკო, სტანკიავიჩუსი, რომარიკი, კაპელი, ხესუს ნავასი, რენატო, ლოლო, ზოკორა, ადრიანო, ხოსე კარლოსი, ნეგრედო, ლუის ფაბიანო, კანუტე.
ბარსელონა: ვალდესი, პინტო, პიკე, პუიოლი, მილიტო, ალვეში, აბიდალი, მარკესი, მაქსველი, ჩიგრინსკი, ჩავი, ტურე, კეიტა, ბუსკეტსი, ალკანტარა, მესი, პედრო, ბოიანი, იბრაჰიმოვიჩი, ანრი, ხეფრენი.
წყარო: barca.ru
3-1 და ჰეთრიკი ლეოს
ბარსა იგებს
ბარსა 3-1 მოიგებს