მესი Sky Sports-მაც საუკეთესოდ აღიარა

მესი Sky Sports-მაც საუკეთესოდ აღიარა

The Guardian-ის შემდეგ კიდევ ერთი ბრიტანული გამოცემა, რომელმაც ლიონელ მესი 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, Sky Sports არის.

ინგლისელმა ჟურნალისტებმა ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთლების მიერ 2017 წელს ჩატარებულ მატჩებში მიღებული ქულები შეაჯამეს და ასეთი რეიტინგი შეადგინეს:

  1. ლიონელ მესი – ბარსელონა
  2. ჰარი კეინი – ტოტენჰემი
  3. ნეიმარი – ბარსელონა/პსჟ
  4. კრიშტიანუ რონალდუ – რეალი
  5. კრისტიან ერიკსენი – ტოტენჰემი
  6. დრის მერტენსი – ნაპოლი
  7. რომელუ ლუკაკუ – ევერტონი/მანჩესტერ იუნაიტედი
  8. კევინ დე ბრუინი – მანჩესტერ სიტი
  9. საულ ნიგესი – ატლეტიკო
  10. რობერტო ლევანდოვსკი – ბაიერნი

“ბარსელონას” ფეხბურთელებიდან ასეულში ასევე მოხვდნენ ლუის სუარესი (მე-40 ადგილი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (49-ე ადგილი) და ივან რაკიტიჩი (89-ე ადგილი).

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • alen halilovic
    schedule 26 დეკ 2017, 18:55

    ცოტა უცნაურია… ბოლობოლო რა რაკიტიჩი, როცა ინიესტაც კი არაა 100-ეულში