გვარდიოლამ „სიტისთან“ ერთად „ბარსელონაში“ ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესა

გვარდიოლამ „სიტისთან“ ერთად „ბარსელონაში“ ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესა

“მანჩესტერ სიტიმ” “ბორნმუთი” ინგლისის პრემიერ ლიგის მე-19 ტურის მატჩში გაანადგურა (4:0). ქალაქელებმა შიდა ჩემპიონატში ზედიზედ მე-17 გამარჯვება მოიპოვეს.

ამით, ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა საკუთარი რეკორდი განაახლა ინგლისის პირველობაში ზედიზედ მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობით.

აგრეთვე, გვარდიოლამ თავისი რეკორდული სერია გააუმჯობესა, რომელიც თავის დროზე “ბარსელონაში” აჩვენა – ესპანელმა სპეციალისტმა 2010/11 წლების სეზონში ლა ლიგაში ზედიზედ 16 თამაში მოიგო.

პირადი რეკორდის მოხსნამდე პეპს 3 მოგება აშორებს – 2013/14 წლების სეზონში მისმა “ბაიერნმა” ბუნდელიგის ზედიზედ 19 შეხვედრაში გაიმარჯვა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

  • messi-neymar
    24 დეკ 2017, 17:27

    შარშან ყველა დასცინოდა რაის ტაქტიკოსიაო ბაიერნში ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგოო და ბარსა ისედაც ძლიერი იყოო როცა ეს წვრთნიდაო და ახლა რას იტყვით