“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნეტსო ვალვერდემ, შაბათს გასამრთი “ელ კლასიკოს” შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“წინ სეზონის კიდევ ერთი მონაკვეთი გველის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებული თამაშია.
მოგებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ ეს რთული იქნება.
14-ქულინაი სხვაობა მოგების შემთხვევაში? სჯობს, მსგავსი პროგნოზები არ გავაკეთოთ. ახლა მხოლოდ უშუალოდ მატჩზე ვფიქრობთ. ამ მატჩში რაც არ უნდა მოხდეს, წინ მაინგ სეზონის დიდი ნაწილი გვექნება დარჩენილი.
“რეალი” კონტრშეტევებზე კარგად თამაშობს. ეს მადრიდელთა ერთ-ერთი პლიუსია.
“ატლეტიკოს” საჩივარი? ჩვენი კლუბი ყოველთვის წესების დაცვით მოქმედებს. ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.
ვერ ვიტყვი, რომ “კლასიკოში” ფავორიტები ჩვენ ვართ.
ორივე გუნდში თამაშობენ ექსტრაორდინალური ფეხბურთელები, რომლებსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ.
ტერ შტეგენისა და კეილორ ნავასის დაპირისპირება? მეკარე ძალიან მნიშვნელოვანია. ორივე მათგანს შესანიშნავი სეზონი აქვს. მათ, ხვალ, თავიანთი საუკეთესო თვისებების წარმოჩენა მოუწევთ.
ანდრეს ინიესტა განსაკუთრებული და განსხვავებული ფეხბურთელია. თამაშებს ის ჩემზე გაცილებით მშვიდად ხვდება.” – განაცხადა ვალვერდემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
Valiko es tamashi tu ar waage uzlieresi iqnebi
დანაკლისი გვაქვს დაცვაშნიც და შეტევაშიც მაგრამ მაინც მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ მიუხედავად სატურნირო მდგომარეობისა
ძალიან რთული თამაში იქნება, ვნახოთ რა გამოვა, არც რეალია ფორმაში და ჩვენი პრაგმატიზმი,არ მგონია დიდად სანახობრივი თამაში გამოვიდეს, უფრო პირველ შეცდომამდე იქნება, შემდეგ გახსნა მოუწევთ,ჩვენთვის ყაიმიც ურიგო შედეგი არ იქნება, მაგრამ ბარსა როდის იყო ყაიმზე თამაშობდა
მიდიიი ვალოდიააა
სისხლის ბოლო წვეთამდე უნდა ვიბრძოლოთ
ვალვერდეს ხვალ რთული გამოცდა აქვს ვნახოთ როგორ ჩააბარებს, დანაკლისიც გასათვალისწინებელია მაგრამ მაინც ბარსელონაა და რათქმაუნდა მესიმ უნდა ანახოს იმ ბალერინას ვინაა საუკეთესო!!!!!!!
ვალო არ უნდა წავაგოთ იცოდე !
რაღაცის დაპოსტვა მინდა და რანაირად დავპოსტო