იერი მინა “ბარსელონას” უფრო და უფრო უახლოვდება

იერი მინა “ბარსელონას” უფრო და უფრო უახლოვდება

როგორც ჩანს, იერი მინა “ბარსელონას” ფეხბურთელი იანვარში აუცილებლად გახდება. კატალონიური Sport-ის ცნობით, კლუბის წარმომადგენლები ტრანსფერის განსახორციელებლად ბრაზილიაში უახლოეს დღეებში გაფრინდებიან.

რამდენიმე კვირის წინ, რობერტ ფერნანდესი იერი მინას შეხვდა და ფეხბურთელს დაუდასტურა, რომ კლუბს მისი ზაფხულში შეძენა სურდა, მაგრამ მას შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. ხავიერ მასკერანომ გუნდის იანვარში გამოცვლის სურვილი გამოთქვა და “ბარსას” მისი შემცვლელი დასჭირდება.

ძველი გეგმის თანახმად, იერი მინა “ბარსელონას” ივლისში შეუერთდებოდა, წინასასეზონო მზადების შემდეგ კი გადაწყდებოდა, დარჩებოდა გუნდში, თუ არენდით სხვაგან წავიდოდა. მასკერანოს ირგვლივ შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, “ბარსელონა” იძულებულია ცენტრალური მცველი იანვარში შეიძინოს და კატალონიელებმა არჩევანი სწორედ მინაზე შეაჩერეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კოლუმბიელი უკანახაზელი, ჟერარ პიკეს, სამუელ უმტიტისა და ტომას ვერმალენის შემდეგ, გუნდის მე-4 ცენტრალური მცველი იქნება, სეზონის ბოლოს კი გადაწყდება, გაანათხოვრებენ მას სხვაგან თუ არა.

“ბარსელონას” აღმასრულებელი დირექტორი ოსკარ გრაუ, სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი და ბრაზილიაში კატალონიელთა წარმომადგენელი ანდრე კური სამხრეთ ამერიკაში უახლოეს დღეებში გაფირდებიან და ტრანსფერის ყველა დეტალს შობამდე, 25 დეკემბრამდე შეათანხმებენ.

“ბარსელონას” მინას შეძენა 9 მილიონ ევროდ შეუძლია, მაგრამ ეს პირობა ტრანსფერის ზაფხულში განხორციელების შემთხვევაში მოქმედებს. ზამთარში კი, “პალმეირასი”, სავარაუდოდ, 6-7 მილიონით მეტს მოითხოვს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

  • Don_Andresito
    17 დეკ 2017, 00:14

    ხოდა ნუ იყიდიან თU ამდენი დაჯდება. და იყიდონ ზაფხულში. ეხლა კიდე ვინმე წესიერი იყიდეთ, ევროპიდან, მინას ჯობდა მსოფლიოზე დავკვრვებოდით. თორე ეხლა თU ეგ ბარსაშI მოვიდა და მთელი სეზონის მეორე ნახევარი 5 თამაში ითამაშა აღარ გამოიძახებენ ნაკრებში და გატეხავს. ინიგო მარტინესი მოიყვანონ წელს ან დე ვრი და მასკერანო ჩაანაცვლონ, სეზონის ბოლოს კიდე ვერმა წავა და მერე მოვა თუნდაც მინა. გამოცდილი მცველი გვინდა მასკეს ნაცვლად და არა ისეთი კაცმა რო არ იცის რა დონეა სინამდვილეში. დულგასი 2 არ გამოდგეს