ინტერვიუ ლიონელ მესისთან

ინტერვიუ ლიონელ მესისთან

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დრამატული დასასრული – არგენტინა რუსეთის საგზურს ბოლო ტურში, ლიონელ მესის ჰეთ თრიქის წყალობით ეუფლება. FIFA-ს ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემული ინტერვიუც ეკვადორთან გამართულ ამ შეხვედრასა და მსოფლიო ჩემპიონატს ეხება.

– მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის წინ, რა შანსები აქვს არგენტინას ისეთ გუნდებთან შედარებით, როგორებიც გერმანია და ბრაზილია არიან?

– მსოფლიო ჩემპიონატს კარგ ფორმაში შევხვდებით, რადგან ჯერ კიდევ ვპროგრესირებთ. რთული გზა გამოვიარეთ, რასაც არ ველოდით და არ ვიმსახურებდით. ამის მიზეზი საწყის ეტაპზე ვენესუელასთან და პერუსთან ვერმოგებაა. ეს იოლი თამაშები რომ მოგვეგო, საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოს ასე არ გაგვიჭირდებოდა. ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით 4 რთული თამაში ჩავატარეთ, მაგრამ ეკვადორთან მატჩის შემდეგ გუნდი შეიცვალა, რადგან დაძაბულობა და მიზნის ვერმიღწევის შიში მოგვეხსნა. ჩვენი ეროვნული გუნდი მნიშვნელოვნად შეიცვალა.

– გაგიკვირდა, რომ ჩილე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა?

– დიახ, როგორც ყველას. ჩილემ კოპა ამერიკის ბოლო ორი გათამაშება მოიგო. ჩილელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, რომელიც ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლქეტებული. ეს ფაქტი ამტკიცებს, თუ რამდენად რთულია სამხრეთ ამერიკაში საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა. აქ იოლად არავინ არაფერს დაგითმობს. რთულია ითამაშო ბოლივიაში, ვენესუელაში, ეკვადორში, კოლუმბიაში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. გუნდებს შორის სხვაობა უფრო და უფრო მცირდება, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა კი რთულდება.

– 2014 წელს ბრაზილიაში მიღებული ჭრილობები მოირჩინეთ?

– არა! არ ვიცი, ოდესმე მოვირჩენ თუ არა. ამ ჭრილობებით ვცხოვრობთ. ეს სამუდამოდ დაგვრჩება. მსოფლიო ჩემპიონატი ბედნიერი მოგონებაა სამწუხარო დასასრულით.

– როგორ გრძნობ თავს 30 წლის ასაკში? იქ ხარ, სადაც ამ ასაკში ყოფნას ვარაუდობდი?

– სიმართლე გითხრათ, არასდროს მიფიქრია, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრბა 30 წლის ასაკში. პირადი ცხოვრებითა და ფეხბურთში მიღწევებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველაფერი კარგად მისი. საკუთარი ცხოვრებით ძალიან კმაყოფილი ვარ.

– დროთა განმავლობაში ბევრი რამ იცვლება. შენი ფეხბურთიც შეიცვალა?

– დიახ, რა თქმა უნდა. იზრდები და დროის სვლასთან ერთად, შენც ვითარდები. ასაკის მატებასთან ერთად, ჩემი თამაშიც უმჯობესდება.

– არგენტინის ნაკრები ამის ნათელი მაგალითია… ეკვადორთან მატჩს შენს კარიერაში რა ადგილი უკავია?

– ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, რადგან მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენა დიდი იმედგაცრუება იქნებოდა როგორც მთელი გუნდისთვის, ასევე პირადად ჩემთვისაც. არ ვიცი, ამას როგორ გავუმკლავდებოდი. იგივე ეხება არგენტინელ ხალხს. მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვედრა ქვეყნისთვის სამუდამო იმედგაცრუება იქნებოდა.

– მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შემდეგ, ხორხე სამპაოლიმ განაცხადა, რომ ფეხბურთს ლიონელ მესის ვალი აქვს და ეს ვალი მსოფლიო ჩემპიონატის თასით უნდა გადაიხადოს. თუ მოისმინე ეს განცხადება და რას ფიქრობ ამაზე?

– დიახ, მოვისმინე და ეს მან პირადადაც მითხრა. იმედი მაქვს, ფეხბურთი ამ ვალს გადამიხდის (იცინის).

– მსოფლიო ჩემპიონატზე საუბრის დროს, შენთვის, პატარა გამოწვევა გვაქვს. შეგიძლია დაამთავრო ეს წინადადება? “2018 წელს, ლიონელ მესი…”

– (ფიქრობს) მესამედ გახდება მამა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (96)

  • DaviD_ViLLa_7
    28 დეკ 2020, 02:28

    დიდი მადლობა, მეგობრებო, თუმცა თქვენთვის სრული ინტერვიუს ოპერატიულად მოწოდებაში დიდი წვლილი შეიტანა Tsitsi-მაც blush

    პ.ს. თქვენი გამამხნევებელი გამოხმაურებები და მხარდაჭერა კი, რაღა თქმა უნდა, ჩვენთვის დამატებითი, ძალიან დიდი მოტივაციაა heart_eyes

  • bendela123
    28 დეკ 2020, 02:16

    დიდი მადლობა მწერალო ასეთი კარგი და სწრაფი თარგმინსათვის heart_eyes

  • ბარამიძე ლუკა
    28 დეკ 2020, 02:16

    ჩემი საყვარელი ვრაითერი ხარ, ძაან დიდი ხანია ამ პეიჯზე ხარ და ამ თვეში თვის საუკეთესოს , მხოლოდ ამ პოსტის გამო იმსახურებ <3 დარწმუნებული იყავი რომ მოიგებ

  • Gocha tandara
    28 დეკ 2020, 02:15

    ყველაზე მაგარი მწერალი ხარ ბრატ <3 თვის საუკეთესო სიმონ დიდი ხანია თვალს გადევნებ ვილია და ბრავო <3

  • მიქატაძე ვაკო
    28 დეკ 2020, 02:08

    <3

  • BarcaFan❤💙
    28 დეკ 2020, 02:06

    ერთადერთი გაურკვეველი საკითხი მარტო შტეგენის და მესის ურთიერთობაა 😔

  • me da barca
    28 დეკ 2020, 01:57

    "ბართომეუმ ბევრ რამეში მომატყუა".
    ნაძირალა, აფერისტი. თან გიღიმის და თან სამარეს გითხრის ეს ბრუციანი გნიდა, მე მაგის ოჯახი მოვიკითხე.

  • მიქატაძე ვაკო
    28 დეკ 2020, 01:56

    "რეალში" ან "ატლეტიკოში" არ გადავალ… ეს არცერთ ვარიანტში არ მოხდება… ბარსას ერთგული და ლეგენდა!!!!! <3 <3

  • T.Stegen
    28 დეკ 2020, 01:50

    ჩემ თავს მწვრთნელად ვერ ვხედავო…

  • BarcaFan❤💙
    28 დეკ 2020, 01:50

    თუ შტეგენზეც იტყვის ერთი ორ სიტყვას ყველაფერს დააწყნარებს

  • მიქატაძე ვაკო
    28 დეკ 2020, 01:49

    "სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებსი დაწყებას არ ვაპირებ… ჩემი გეგმა ახლა იმაში მდგომარეობს, რომ კლუბისთვის ყველაფერი გავაკეთ, რაც შემიძლია." კაციხარრრ!!! <3 <3

  • T.Stegen
    28 დეკ 2020, 01:47

    ვსო იმედია გაჩუნდებიან გრიზმანის და მესის ურთიერთობაზე

  • BarcaFan❤💙
    28 დეკ 2020, 01:47

    მიხარია რომ ენრიკეს წავალება და მუაშოაბა დააფასა თითქმის რავინ აფასებდა ენრიმეს მუშოაბს და მის წარმატებას ყველა msnს უკავშირებდა და ამბობენ რომ მაგ შეტევუთ ყველა დადებდა ტრებლს რაც სისულელეა

  • GioKakiashvili
    28 დეკ 2020, 01:46

    რაო რაო გრიზმანიო?? )))))

  • M10 S9 D11
    28 დეკ 2020, 01:41

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    რონალდუზე ნაღდი თქვა, საუკუნის საუკეთესოდ დაასახელდა.


    უკან გაირჭოს ეგ აღიარება საუკუნის იგროკად არა ლეღვი ჯერ არცერთს დაუსრულებია კარიერა და კარიერის ბოლოს დედის გლუდკაში რო გაუკეთბს მესი ყველაფერს მერეც დაასახელონ იმ მილიონ ადაიანს კიდე ტვინიში ქაქი უდევს და მეტი არაფერი ვინც რონალდო საუკუნის იგროკად დაასახელა

  • მიქატაძე ვაკო
    28 დეკ 2020, 01:40

    მესსსი უდიდესი ხარ,როგორც პიროვნულად და ფეხბურთელი ხო ხარ და ხარ!!!! <3 <3 დარჩება დიდი ალბათობით ჩვენი გოთიი <3

    კუმანზეც დადებითი თქვა,მომწოონს <3

  • GioKakiashvili
    28 დეკ 2020, 01:35

    სუას კონკურენტ გუნდში გაშვებაო აჰააა ზმაო ბორთუშ შენი ყველაფერი )))

    უდიდესი ადამიანია და შემდეგ ფეხბურთელი♥️♥️

  • Magician
    28 დეკ 2020, 01:30

    ადამიანი ლეგენდა <3 ბართომეუ ამან შეიწირა <3

  • Bakero
    28 დეკ 2020, 01:24

    მადლობა ლეო barca-1

  • B.A.r.c.A
    28 დეკ 2020, 01:20

    ერთგულების მისაბაძი მაგალითი …ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ ისეთივე საუკეთესოოს როგორი დაუვიწყარი წლებიც მაჩუქა მე როგორც ბარსას უბრალო გულშემატკივარს