ინტერვიუ ლიონელ მესისთან

ინტერვიუ ლიონელ მესისთან

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დრამატული დასასრული – არგენტინა რუსეთის საგზურს ბოლო ტურში, ლიონელ მესის ჰეთ თრიქის წყალობით ეუფლება. FIFA-ს ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემული ინტერვიუც ეკვადორთან გამართულ ამ შეხვედრასა და მსოფლიო ჩემპიონატს ეხება.

– მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის წინ, რა შანსები აქვს არგენტინას ისეთ გუნდებთან შედარებით, როგორებიც გერმანია და ბრაზილია არიან?

– მსოფლიო ჩემპიონატს კარგ ფორმაში შევხვდებით, რადგან ჯერ კიდევ ვპროგრესირებთ. რთული გზა გამოვიარეთ, რასაც არ ველოდით და არ ვიმსახურებდით. ამის მიზეზი საწყის ეტაპზე ვენესუელასთან და პერუსთან ვერმოგებაა. ეს იოლი თამაშები რომ მოგვეგო, საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოს ასე არ გაგვიჭირდებოდა. ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით 4 რთული თამაში ჩავატარეთ, მაგრამ ეკვადორთან მატჩის შემდეგ გუნდი შეიცვალა, რადგან დაძაბულობა და მიზნის ვერმიღწევის შიში მოგვეხსნა. ჩვენი ეროვნული გუნდი მნიშვნელოვნად შეიცვალა.

– გაგიკვირდა, რომ ჩილე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა?

– დიახ, როგორც ყველას. ჩილემ კოპა ამერიკის ბოლო ორი გათამაშება მოიგო. ჩილელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, რომელიც ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლქეტებული. ეს ფაქტი ამტკიცებს, თუ რამდენად რთულია სამხრეთ ამერიკაში საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა. აქ იოლად არავინ არაფერს დაგითმობს. რთულია ითამაშო ბოლივიაში, ვენესუელაში, ეკვადორში, კოლუმბიაში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. გუნდებს შორის სხვაობა უფრო და უფრო მცირდება, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა კი რთულდება.

– 2014 წელს ბრაზილიაში მიღებული ჭრილობები მოირჩინეთ?

– არა! არ ვიცი, ოდესმე მოვირჩენ თუ არა. ამ ჭრილობებით ვცხოვრობთ. ეს სამუდამოდ დაგვრჩება. მსოფლიო ჩემპიონატი ბედნიერი მოგონებაა სამწუხარო დასასრულით.

– როგორ გრძნობ თავს 30 წლის ასაკში? იქ ხარ, სადაც ამ ასაკში ყოფნას ვარაუდობდი?

– სიმართლე გითხრათ, არასდროს მიფიქრია, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრბა 30 წლის ასაკში. პირადი ცხოვრებითა და ფეხბურთში მიღწევებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველაფერი კარგად მისი. საკუთარი ცხოვრებით ძალიან კმაყოფილი ვარ.

– დროთა განმავლობაში ბევრი რამ იცვლება. შენი ფეხბურთიც შეიცვალა?

– დიახ, რა თქმა უნდა. იზრდები და დროის სვლასთან ერთად, შენც ვითარდები. ასაკის მატებასთან ერთად, ჩემი თამაშიც უმჯობესდება.

– არგენტინის ნაკრები ამის ნათელი მაგალითია… ეკვადორთან მატჩს შენს კარიერაში რა ადგილი უკავია?

– ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, რადგან მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენა დიდი იმედგაცრუება იქნებოდა როგორც მთელი გუნდისთვის, ასევე პირადად ჩემთვისაც. არ ვიცი, ამას როგორ გავუმკლავდებოდი. იგივე ეხება არგენტინელ ხალხს. მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვედრა ქვეყნისთვის სამუდამო იმედგაცრუება იქნებოდა.

– მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შემდეგ, ხორხე სამპაოლიმ განაცხადა, რომ ფეხბურთს ლიონელ მესის ვალი აქვს და ეს ვალი მსოფლიო ჩემპიონატის თასით უნდა გადაიხადოს. თუ მოისმინე ეს განცხადება და რას ფიქრობ ამაზე?

– დიახ, მოვისმინე და ეს მან პირადადაც მითხრა. იმედი მაქვს, ფეხბურთი ამ ვალს გადამიხდის (იცინის).

– მსოფლიო ჩემპიონატზე საუბრის დროს, შენთვის, პატარა გამოწვევა გვაქვს. შეგიძლია დაამთავრო ეს წინადადება? “2018 წელს, ლიონელ მესი…”

– (ფიქრობს) მესამედ გახდება მამა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (96)

  • M10 S9 D11
    28 დეკ 2020, 01:05

    კიდე ვინმეს რო შეეპაროს ეჭვი ამის ერტგულებაში და კიდე რო თქვა არ უნდა ბარსაში და მაგიტომ არ თამაშობსო უბრალოდ გამორთეთ ფეხბურთი და აღარასოდეს უყუროთ

  • GioKakiashvili
    28 დეკ 2020, 00:58

    ციტატა: Albicelecte
    ეს "ის" ინტერვიუა?!


    კი

  • Albicelecte
    28 დეკ 2020, 00:56

    ეს "ის" ინტერვიუა?!

  • Clever liar
    28 დეკ 2020, 00:48

    ციტატა: Tsitsi
    მეტირება ხალხო sob


    My Webpage

  • Barca1899
    28 დეკ 2020, 00:45

    ინტერვიუს საწყისმა ეტაპმა დამბურძგლა და ცრემლი მომაწვა❤

  • BARCELONA FOREVER
    28 დეკ 2020, 00:43

    ყველაფერი თქვა უკვე მეტი რა თქვას

  • GioKakiashvili
    28 დეკ 2020, 00:43

    ეგააა რა კარგად ვარო♥️

  • gio 001
    28 დეკ 2020, 00:43

    ციტატა: Tsitsi
    მეტირება ხალხო sob


    კაი დამშვიდდი არ წავა sweat_smile heart_eyes

  • GioKakiashvili
    28 დეკ 2020, 00:42

    ციტატა: Tsitsi
    მეტირება ხალხო sob


    ♥️♥️♥️

  • Tsitsi
    28 დეკ 2020, 00:42

    მეტირება ხალხო sob

  • Andria
    28 დეკ 2020, 00:42

    არ გეღირსებათ შეიხებო თქვენ ბანძ მაისურებზე მესის სახელი

  • Clever liar
    28 დეკ 2020, 00:42

    ეს ირანელი მესის ფოტო როარ ყოფილიყო ამ სტატიაზე და რამე შესახედი დაგედოთ არ შეიძლებოდა?

  • La Pulga
    28 დეკ 2020, 00:41

    ბარსა Ჩემი ცხოვრებაა… რავი სხვას რა უნდა ელოდო ლეოსგან🥰😍

  • GioKakiashvili
    28 დეკ 2020, 00:40

    ციტატა: BARCELONA FOREVER
    ბარსელონა ჩემი ცხოვრებააო ვსიო აქ ყველაფერი ნათქვამია


    მორჩა კინო დ

  • ANSU FATI 10
    28 დეკ 2020, 00:40

    ❤️💙💛❤️💙💛❤️💛💙❤️💛💙❤️💛💙❤️💛💙❤️💛💙❤️💛💙❤️💛💙❤️💛💙❤️💛💙❤️💛💙❤️💙💛❤️💙💛❤️💙🧡❤️💙💛❤️💙💛❤️💛💙❤️💙💛❤️💛💙❤️💙💛💜💙🧡❤️💙💛❤️💙💛❤️💙💛❤️💙🧡❤️💙💛❤️💙💛❤️💙💛❤️💙💛❤️💙💛❤️💛💙❤️💙💙❤️💛💙❤️💛💙❤️💛💙❤️💛💙❤️💛💙❤️💛❤️💙❤️💙❤️💙❤️💙❤️💙

  • BARCELONA FOREVER
    28 დეკ 2020, 00:39

    ბარსელონა ჩემი ცხოვრებააო ვსიო აქ ყველაფერი ნათქვამია

  • GioKakiashvili
    28 დეკ 2020, 00:36

    ვაააიიიმეეეე აბა წავიდა

  • Bobi
    28 დეკ 2020, 00:35

    ჯერ-ჯერობით სათქმელი არაფერი მაქვს თუმცა ეს სტატია ბევრ კომენტარს იმსახურებს და უბრალოდ დავტოვებ ამ კომენტარს აქ 😀❤️

  • Ansu Fati 22
    28 დეკ 2020, 00:30

    ლეო ❤️

  • T.Stegen
    28 დეკ 2020, 00:30

    ძლივს