ეს უკვე რეალობაა. ეს ინფორმაცია UEFA-მ საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართული აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის შემდეგ ოფიციალურად დაადასტურა. 2029 წლის 2 ივნისს საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში ბარსელონა იქნება.
“ბარსელონას” განაცხადი, რომელსაც ქალაქის მერია, კატალონიის ჟენერალიტეტი, ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაცია და ქვეყნის მთავრობა უჭერდნენ მხარს, პრაქტიკულად უალტერნატივო აღმოჩნდა. “უემბლიმ”, რომელიც 10 ივნისს ვადის ამოწურვისას უეფას შტაბბინაში შესული მეორე ოფიციალური პრეტენდენტი იყო, “სპოტიფაი კამპ ნოუს” წინაშე უკან დაიხია. კატალონიელთა არენა, რომლის გადახურვის სამუშაოებიც 2027 წლის ზაფხულში დასრულდება, 2028 წლის დასაწყისში უკვე სრულ მზადყოფნაში იქნება. უეფა, რომელიც დეტალურად ფლობს ინფორმაციას სარემონტო პროცესზე, მოუთმენლად ელის ფინალის გამართვას 104 600 მაყურებელზე გათვლილ არენაზე, სადაც 9 400 ადგილი VIP ზონას დაეთმობა.
ქალაქ ბარსელონას სასტუმრო და აეროპორტის ინფრასტრუქტურამ, რასაც ემატება ახლომდებარე რეუსისა და ჟირონას აეროპორტები, “სპოტიფაი კამპ ნოუს” კანდიდატურა კიდევ უფრო გააძლიერა – განსაკუთრებით გასულ მაისში ბუდაპეშტში მიღებული გამოცდილების ფონზე.
უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებები: ფინალების მასპინძლები
უეფას ჩემპიონთა ლიგა
- 2028: “ალიანც არენა” (მიუნხენი)
- 2029: “სპოტიფაი კამპ ნოუ” (ბარსელონა)
უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგა
- 2028: “პარკ ოლიმპიკ ლიონე” (ლიონ-დესინი)
- 2029: უელსის ეროვნული სტადიონი (კარდიფი)
უეფას ევროპა ლიგა
- 2028: “ნაციონალ არენა” (ბუქარესტი)
- 2029: სერბეთის ეროვნული სტადიონი (ბელგრადი)
უეფას კონფერენს ლიგა
- 2028: “იუვენტუსის სტადიონი” (ტურინი)
- 2029: “პუშკაშ არენა” (ბუდაპეშტი)
უეფას სუპერ თასი
- 2027: “იოჰან კრუიფ არენა” (ამსტერდამი)
- 2028: “ასტანა არენა” (ასტანა)
უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა
- 2027: “ბილ/ბიენ არენა” (შვეიცარია)
ამგვარად, ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სამი ფინალიდან ორს ესპანეთი უმასპინძლებს. 2027 წლის 5 ივნისის ფინალი მადრიდში, “მეტროპოლიტანოზე” გაიმართება, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრას 2019 წელსაც უმასპინძლა (“ლივერპული” – “ტოტენჰემი” 1-0). ახალი “უემბლი”, რომელსაც 2029 წლის ფინალი სურდა და მასპინძელი იყო 2011, 2013 და 2024 წლებში, ცენტრალურ როლს ევრო 2028-ზე შეასრულებს (ფინალი, ორი ნახევარფინალი და მეოთხედფინალი).
“რეალ მადრიდისგან” განსხვავებით, რომელსაც “სანტიაგო ბერნაბეუს” რეკონსტრუქციის შემდეგ ევროპული ფინალის გამართვა არ უთხოვია, “ბარსელონამ”, პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას მეთაურობით, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ფინალის მასპინძლობის უდიდეს რეზონანსს მიანიჭა უპირატესობა და გვერდზე გადადო შიში იმისა, რომ იქ შესაძლოა მარადიულმა მეტოქემ გაიმარჯვოს. “რეალ მადრიდს” ფინალში გასვლა 1989 და 1999 წლებშიც შეეძლო, თუმცა ბოლო ეტაპამდე ვერც მაშინ მიაღწია.
37 წლის წინ არიგო საკის დაუმარცხებელმა “მილანმა” ჰოლანდიელებთან ერთად მადრიდელებს გზა “სან სიროზე” განმეორებით ნახევარფინალში ლეგენდარული 5-0-ით გადაუღობა, შემდეგ კი ბარსელონაში გამართულ ფინალში ბუქარესტის “სტიაუა” 4-0 გაანადგურა (მარკო ვან ბასტენისა და რუდ გულიტის დუბლებით). 1999 წელს კი კიევის “დინამომ”, ანდრეი შევჩენკოს ბრწყინვალე თამაშით, “რეალ მადრიდი” მეოთხედფინალიდან გამოთიშა. უკრაინელებმა ნახევარფინალში “ბაიერნთან” წააგეს, თავად მიუნხენელებმა კი “კამპ ნოუზე” ისტორიაში ყველაზე დრამატული ფინალი “მანჩესტერ იუნაიტედთან” დათმეს (1-2) – ტედი შერინგემისა და ოლე გუნარ სულშერის მიერ მსაჯის კომპენსირებულ 102 წამში გატანილმა გოლებმა ბავარიელები უტიტულოდ დატოვა.
კამპ ნოუს მდიდარი ისტორია
ბარსელონურ არენას უეფას თასების მფლობელთა თასის ორი ფინალისთვისაც უმასპინძლია. 1972 წელს გლაზგოს “რეინჯერსმა” მოსკოვის “დინამოს” 3-2 მოუგო (მატჩი შოტლანდიელი ფანების ძალადობითა და მოედანზე შეჭრით დაგამახსოვრდათ). 1982 წელს კი თავად “ბარსელონამ” ალან სიმონსენისა და კინის გოლებით მეორე თასების თასი მოიპოვა ლიეჟის “სტანდარდთან” შეხვედრაში (2-1).
გარდა ამისა, ესპანეთში გამართულ 1982 წლის მუნდიალზე “კამპ ნოუმ” არგენტინა-ბელგიის გახსნით მატჩს (0-2), პირველი ეტაპის ერთ, მეორე ეტაპის სამ და იტალია-პოლონეთის ნახევარფინალურ შეხვედრას (2-0) უმასპინძლა.
ათი წლის შემდეგ, 1992 წელს, “ბარსელონას” სტადიონი ისტორიაში ოლიმპიური საფეხბურთო ტურნირის ფინალითაც შევიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებმა პოლონეთი 3-2 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. ბარსელონის ოლიმპიურმა თამაშებმა “კამპ ნოუზე” განსაკუთრებულად გაიბრწყინა – ზუსტად ისე, როგორც ამას ჩემპიონთა ლიგა 2029 წელს გააკეთებს.
ოცნებას კაცი არ მოუკლავს მარა ზედიზედ სამი ლიგის მოგება ვანდაზე, ალიანც არენაზე და საკუთარ სახლში დაგვირგვინება ისეთი ამბავი იქნება 16-18 წლების რეალს გამოვისვამთ ერთ ადგილას 😀
მსოფლიოს ფინალსაც დიდი ალბათობით ჩვენ ვუმასპინძლებთ პროსტა იმა სვერ ვხდები ეს 360° ტაბლო რატო გადაიფიქრეს და ის სიმახინჯე აირჩიეს
იმედია თუ ჰანსი ვერა კარგი მწვრთნელით შეხვდებიამ 29-ის ლიგას,ფეხბურთელებს შეინარჩუნებენ და მეტს მოიყვანენ(უკეთესებს). წელს უნდა გაუგონ ბავშვებმა ლიგას გემო,მარა გაგვიჭირდება,დაცვა და ტაქტიკა მაშინებს. 28-29 რო მივაყოლოთ ისე დაგლეჯდა. მაგარ მოგებას ვნახავთ ისე,მანამდე კიდე უნდა დასტაბილურდეს მდგომარეობა და ნელნელა ამოვალ რამოდენიმე წელში ვაფშე ვალებიდან.
ფაბრეგასზე ჩალიჩი უკვე დაიწყესო და გააჩნია ფლიკი როგორ გრძნობს თავს თორე სამომავლოდ ფაბრეგასი მგონია რომ იდეალური კანდიდატი იქნება ამ ბარსასთვის.
თან ეს ბავშვებიც უკვე აღარ არიან პატარები და 2 წელში ხო საერთოდ გამოზრდილები იქნებიან, მაგრამ ცუდი ისაა რომ 2 წელში რაფინიასა და როდრის ამბავი როგორ იქნება ეგ არ ვიცი.. ზატო ფული უკვე გაჩნდა, ბარსაში თამაშზე ისევ ყველა ოცნებობს, ამ ყველაფერთან ერთად ლამასია კიდევ გვიზრდის რამდენიმე ბიჭს, იქ ტუნკარაა, იქ ბისივუა, დიარაა, გორენია და ა.შ. ამათგან 1-2მა მაინც რომ გაამართლოს რავიცი.. თან აშკარად ტენდენცია ისედაც გვაქვს რომ ყოველწლიურად 1 სერიოზული ლამასიელი ამოგყავს. (მე პირადად ტუნკარას ვაწურინებ უკვე 3-4 წელია)
მოკლედ სწორ გზაზე ვართ რა.. საძირკველი კი ჩაიყარა და ახლა უნდა წავიდეს მუდმივი დაშენება.
2 წლის წინ ხო ვიძახდი რომ ბარსელონური რენესანსი იწყება თქო და ახლა უკვე პრაიმ რენესანსში შევაბიჯეთ😂
წელს და 2029 მოვიგოთ და 2028 მკიდია ძაან
წელს და 29-ში ჩვენ უნდა მოვიგოთ.
ოო ძია ჰანსის დაყოლიება შეიძლება 1 წლით დარჩენაზე. თან მგონია ამ 2 სეზონიდან 1-ში უეჭველი დავდებთ ლიგას.
ოოო მაგარია. ჩვენ უნდა ვითამაშოთ სახლში.