"ბილბაოსა" და "ბარსას" ფეხბურთელებმა იერაის მხარი დაუჭირეს

"ბილბაოსა" და "ბარსას" ფეხბურთელებმა იერაის მხარი დაუჭირეს

გუშინ, "ბილბაოსა" და "ბარსელონას" შორის ესპანეთის თასზე გამართული შეხვედრის (2:1) დაწყებამდე, მოთამაშეებმა მასპინძელთა ფეხბურთელს, იერაი ალვარესს მხარი დაუჭირეს.

გასულ თვეში, 21 წლის მცველს სათესლე ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინეს და მას ოპერაცია გაუკეთეს. ახლახანს გაირკვა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის მკურნალობას დიდი დრო არ დაჭირდება და ის მოედანს მიმდინარე სეზონში დაუბრუნდება.

გუშინდელ მატჩში კი, "ბილბაოსა" და "ბარსელონას" ფეხბურთელები მოედანზე გამოვიდნენ მაისურებით, რომელსაც შემდეგი წარწერა ჰქონდა: "გამაგრდი, იერაი".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.